კონცეპტი Tata Curvv: პირველი კუპესებრი ქროსოვერი ინდოელებისგან
კონცეპტი Tata Curvv: პირველი კუპესებრი ქროსოვერი ინდოელებისგან
10.04.2022
ინდური საავტომობილო გიგანტი Tata სამოდელო ხაზის გამდიდრებაზე ფიქრობს და თანაც ერთგვარი მოდური მოდელით - კუპესებრი ქროსოვერით. აღნიშნულის თაობაზე კომპანიამ კონცეპტუალური მოდელი გვიჩვენა, რომელსაც ეწოდა Tata Curvv. გარდა იმისა, რომ კომპანია ფიქრობს სამოდელო ხაზის გამდიდრებას ამ ტიპის მოდელით, კომპანიამ ამ კონცეპტით ბრენდის დიზაინის ახალი ენაც გვიჩვენა.

ზომებით Tata Curvv ახლოსაა სერიულ  ქროსოვერთან Tata Harrier, რომლის სიგრძე 4,6 მეტრია. მას სარკეების ნაცვლად კამერები აქვს, არ აქვს კარის სახელურები, აქვს გაყოფილი სპოილერი საბარგულზე რაც ნამდვილად კონცეპტის ატრიბუტებია. თუცმა ჯამში პროპორციები და ძარას პლასტიკა დიდი
ცვლილებების გარეშე შეიძლება გადავდიეს სერიულ მოდელზე. მაღალი ალბათობით შენარჩუნდება სალონის არქიტექტურაც: ორი პლანშეტით წინა პანელზე, ორსპიციანი საჭე და სენსორული კლიმატ-კონტროლის ბლოკი. ორი გაყოფილი სავარძელი მეორე რიგში კი მაღალი ალბათობით შეიცვლება დივნით. ასევე ვერ შენარჩუნდება ბრტყელი იატაკიც.

ამ მოდელის ტიტულოვანი ვერსია გახდება ელექტრო-ვერსია, რომელიც მიიღებს საკუთარ პლატფორმას, შასით კი უნიფცირებული ქინება შიგაწვისრძავიან ვერსიებთან. წესით მოდელმა უნდა მიიღოს მეორე თაობის სისტემა, რაც გულისხმობს მეტად ტევად აკუმუალტორებს და უფრო მძლავრ ძრავებს. მოსალდოენლია, რომ მისი სვლის მ
არაგი 400-500 კმ იქნება. ამ კუპესებრი ელ-ქროსოვერის კვალდაკვალ ვიხილავთ მის შიგაწვისძრვიან ვერსიას, თუცმა არ უნდა ველოდოთ ჰიბრიდს.

Tata Curvv კონვეიერზე ორ წელიწადში შედგება.

ბეჭდვა
ტეგები:
Tata,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად