Porsche Taycan-მა გაყიდვებით ყველა ბენზინსიძრავიან ლუქს-სედანებს აჯობა, ოღონდ ერთ ქვეყანაში
Porsche Taycan-მა გაყიდვებით ყველა ბენზინსიძრავიან ლუქს-სედანებს აჯობა, ოღონდ ერთ ქვეყანაში
06.02.2022
2022 წლის იანავრში ევროპის ჩრდილოეთში, ნორვეგიაში უფრო მეტი Porsche Taycan დაარეგისტრირეს ვიდრე ყველა ბენზისნძრავიანი ავტომობილი ერთად აღებული. ადგილობრივი მედიის ცნობით ამ ქვეყანაში გასულ თვეს ელემენტებიანი ავტომობილების გაყიდვების წილი საერთო გაყიდულ ავტომობილებს შორის 83,7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ტოპ-20-ს შორის 10 ელექტრომობილია და მხოლოდ 1-ია ბენზინისძრავიანი - Toyota RAV4.

გასულ თვეს ნორვეგილებმა სულ 7957 ახალი ავტომობილი შეიძინეს და მათგან 6659 არის ელექტრომობილი. ამასთან 175 ავტომობილს ჰქონდა ბენზინის ძრავი და ეს არის იმაზე ნაკლები ციფრი ვიდრე Porsche
Taycan-ის გაყიდვების, რომელიც 181 ეგზემპლარია.

სულ კი გაყიდულია 387 ბენზინისა და დიზელისძრავიანი ავტომობილი და მათ ჯამურ მაჩვენებელს ერთბაშად ხუთმა ელექტრომობილმა აჯობა, ესენია: Audi Q4 e-tron (643), Hyundai Ioniq 5 (477), BMW iX (444), Skoda Enyaq (389) და Volkswagen ID.4 (389).

მეექსვედან მერვე ადგილამდე განლაგდნენ Ford Mustang Mach-E, Kia EV6 და Audi e-tron, მხოლოდ ერთადერთ ბენზინიძრავიან ავტომობილს ერგო მეცხე პოზიცია და ეს არის  – Toyota RAV4 271 გაყიდული ეგზემპლარით. ამის შემდეგ მოდიან Polestar 2, Nissan Leaf, Mercedes-Benz EQA და Mercedes-Benz EQC, ელექტრო Peugeot 2008, Porsche Taycan,
Hongqi E-HS9, Volvo C40, Kia Niro, Hyundai Kona და Volkswagen ID.3. Tesla ჩამონათვალში ვერ მოხვდა მიწოდებაში არსებული პრობლემების გამო.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად