რუსული Aurus Komendant-ის მახასიათებლები პრემიერამდე გახდა ცნობილი
რუსული Aurus Komendant-ის მახასიათებლები პრემიერამდე გახდა ცნობილი
16.01.2022
Росстандарт-ის ღია ბაზაში გავრცელდა სერტიფიკატი სატრანსპორტო საშუალებაზე Aurus Komendant. სერტიფიკატების გამცმემმა ორგანომ ამ მოდელის ყველა ძირითადი მახასიათებლები გაავრცელა, საიდანაც ჩანს რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძიმე პრემიუმ-უგზოობის მოდელი მსოლფიოში.

ამასთან Aurus Komendant იქნება უფრო მოკლე ვიდრე საბაზისო სედანი Senat - მის სათვლე ბაზა შემცირდება 200მმ-ით 3100 მმ0-მდე, ბამპერიდან ბამპერამდე სიგრძე კი დამოკლდება 252 მმ-ით 5380 მმ-მდე, ხოლო სიგანე 16 მმ-ით 2004 მმ-მდე. თუმცა როგორც მოსალოდნელია ის უფრო მაღალია მთელი 131მმ-ით და 1820 მმ სიმაღლისაა.

ზომებით Aurus Komendant ოდნავ უფრო
მეტია Rolls-Royce Cullinan-ზე, თუმცა მთელი 575 კგ-ით მძიმეა მასზე. ის თავიდანვე გათვლილია ჯავშნის ტარებაზე, აქედან გამომდინარე მისი ძარა მძიმეა.

დოკუმენტში საუბარია მხოლოდ 150 ავტომობილზე, როგორც ჩანს აქ ნებართვა გაცემულია პრე-სერიული მოდელების წარმოებაზე. თუმცა კონვეიერული მოდელები ალბათ მისგან დიდად განსხვავებული არ იქნებიან. ავტომობილი პრეზენტაცია დაგეგმილია გაზაფხულზე, რის შემდეგაც მალევე დაიწყება მისი სერიული წარმოებაც.

Aurus Komendant ამ ბრენდისთვის პირველი მიიღებს პნეუმოდაკიდების სისტემას და ასევე მისთვის არიან შეპირებული ავტომატური მართვის სისტემას ADAS, ანუ უნდა ველოდოთ ავტოპილოტს, ოღონდ საწყისი დონის.

აქვეა შეზღუდვებიც, მას არ აქვს მისაბმელის საშუალება, სალონი გათვლილია
ოთხზე, დანარჩენში კი სრულად არის უნიფიცირებული ბრენდის ფალგმან სედანთან - 4,4 ლიტრიანი 598-ძალიანი V8 ძრავი, 9-საფეხურიანი ავტომატი КАТЕ და სრული ამძრაობის სისტემა, მისთვისაც განკუთვნილია.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად