Porsche-მ გაყიდვების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
Porsche-მ გაყიდვების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
12.01.2022
გერმანულმა პრემიუმ კლასის სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Porsche 2021 წელს გაყიდვების ახალ ნიშნულს მიაღწია და მიუხედავად პანდემიური სირთულეებისა ახალი რეკროდი დაამყარა. კომპანიამ გასულ წელს 301 915 ახალი ავტომობილი გაყიდა, რაც 11%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

ამასთან კომპანიას ზრდა უფიქსირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით: მაგალითად ჩინელებმა 95 671 Porsche შეიძინეს +8%, ხოლო ამერიკელებმა 70 025 +22%. საკუთარ სახლში, გერმანიაში, კომპანიამ 28 565 ავტომობილი გაყიდა, ჯამში ევროპაში კი 86 160 +7%. ბრენდის წარმოამდგენლები აცახდებენ, რომ ევროპაში გაყიდული ავტომობილების 40% ან ელექტრო იყო ან პლაგინ-ჰიბრიდი.

ბრენის გაყიდვების დრაივერი იყო ქროსოვერი Macan, რომლის 88 362 ერთეულია რელიზებულია, მეორე ადგილზეა ფლაგმანი ქროსოვერი Cayenne 83 071-ით, ხოლო ელექტრო Taycan-ების გაყიდვებმა ბრენდის ლეგენდის 911-ების გაყიდვებს აჯობა. შემდეგია Panamera 30 220-ით, და ბოლო ადგილზეა 718 Boxster/Cayman  20 502 ეგზემპლარით.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად