BMW-მ ინდექსი i3 ელექტრო „სამიანს“ მოარგო
BMW-მ ინდექსი  i3 ელექტრო „სამიანს“ მოარგო
09.12.2021
ჩინეთის ინფორმაციისა და მრეწველობის სამინისტროს ბაზაში გავრცელდა ფოტოები BMW-ს ახალი ელექტრო სედანის. როგორც ჩანს ცისქვეშეთში მოდელი მიიღებს ნაცნობ ინდექსს i3, თუმცა აქ საუბარი არ არის ამ სახელის მქონე გლობალურ ჰეჩბეკზე, არამედ ეს ინდექსი ერგება ახალ ელექტრო სედანს, უფრო კონკრეტულად კი მესამე სერიის მოდელის ელექტრო ვერსიას.

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს მესამე სერიის მოდელის დაგრძელებული ვერსია. BMW i3 eDrive35 L სათვლე ბაზა 2966 მმ-ია, რაც მთელი 115 მმ-ით მეტია გრძელტანიან შიგაწვისძრავიან მოდელზე. მისი ინტერიერის ფოტო არ გავრცელებულა, თუმცა მაღალი ალბათობით ის გაიმეორებს მოდელს i4.

გლობალურ ბაზარზე i3 სახელს  უწინდებურად აატრებს ელექტრო ჰეჩბეკი. მას ლაიპციგის ქარხანაში უკვე წლებია აწარმოებენ და გეგმის თანახმად ეს პროცესი გაგრძელდება 2024 წლამდეც, ხოლო მემკვიდრეზე არაფერი თქმულა, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ამ სახელის ქვეშ 2024 წლიდან არა ჰეჩბეკი არამედ ელექტრო სედანი გამოვა.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად