იყიდება Lada Niva, Lamborghini-ის კარებითა და Mercedes-ის სალონით
იყიდება Lada Niva, Lamborghini-ის კარებითა და Mercedes-ის სალონით
04.12.2021
რუსულ საავტომობილო ვებ-გვერდზე გასაყიდად გამოიტანეს 2016 წლის უჩვეულო Lada Niva Legend (4x4). ის არის ატელიეში Urban დატიუნინგებული  და აქვს უამრავი განმასხვავებელი სერიული მოდელისგან. მათ შორის პირველ რგიში ეს არის „ლამბო-კარები“ რომლებიც ვერტიკალურად იღება, ბორბლები Mercedes-Benz G-Class-ისგან და სალონი Mercedes-Benz S-Class-ის სტილში.  ამ მდიდრულ უგზოობის მოდელში გამყიდველი 2,5 მლნ რუბლს ითხოვს, რაც 3,3-ჯერ ძვირია ახალ Niva Urban-ზე.

მას წინიდან აქვს შავი ცხაურა რომელიც ფარავს ოპტიკასაც, ბამპერის დამცავი, გვერდიდან გაზრდილი არკები და ზღურბლები, ახალი ბორბლები დაბალპროფილურ საბურავებზე, უკან კი ორი გამოსაბოლქვი, დიფუზორი და
ქასტმ-ოპტიკა. საბარგული კარი ელექტრონულად იღება და აქვს სენსორული მთვლელი.

შიგნით კი ის კიდევ უფრო უჩვეულოდ გამოიყურება, აქ გაჩნდა W222 ძარას Mercedes-Benz S-Class-ის სალონის დეტალები, მათ შორის მართვის პანელი და მულტიმედია სისტემა. საჭეც „მერსედესისაა“, თუმცა მასზე დატანილი სამქიმიანი ემბლემა „ლადას“ ემბლემით შეცვალეს. აქვს გაუმჯობესებული მუხრუჭები, ახალი დაკიდების სისტემა და უკანა ხედვის კამერა.

ძრავი კი ქარხნულია, 1,7 ლიტრიანი ბენზინი 83 ცხენით. მას ამ ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 5 ატასი კმ გარბენი აქვს.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად