ბაზარზე გამოდის განახლებული Lada Niva Bronto
ბაზარზე გამოდის განახლებული Lada Niva Bronto
23.07.2021
კომპანია Lada-მ დაიწყო შეკვეთების მიღება ქარხნულ ოფ-როუდ მოდელზე Niva Bronto, რომელიც შუალედურად განახლდა. ის მცირედით შეიცვალა, კერძოდ კი აქვს ახალი მართვის პანელი, ხოლო სახურავზე გაჩნდა ანტენა. მოდიფიკაცია Bronto აწყობილია სამკარიანი Niva Legend-ის ბაზაზე მაქსიმალური კომპლექტაციით, აქვს კონდენციონერი, სავარძლებისა და შუშის გათბობა. ასარჩევად არის აღჭურვის ორი ვერსია Luxe და Prestige.

თავად კომპანიაში Bronto-ს დიზაინს „უფრო მეტყველს“ უწოდებენ. ლუქს აღჭურვაში მან მოირგო მეტალის ბამპერები, რეილინგები, გაფართოებული სათვლე ბაზა და 15-იანი დისკები. ვერსია Prestige გაფორმებულია ორიგინალური ცხაურათი მასიური პლასტიკური ბამპერებით, დამცავი ზღურბლებით, პლასტიკის ჩანართებით
არკებზე და ნისლსაწინააღდმეგო ფარებით. დამატებით თანხის გადახდით კი შესაძლებელია განათების პანელის დამატება სახურავზე და კომუფლიაჟური შეფერილობა.

რესტაილინგებული Niva Bronto ხელმისაწვდომია ახალი კლიმატური სისტემით, უფრო კომფორტული სავარძლებით, სისტემით ЭРА-ГЛОНАСС და გაუმჯობესებული ხმოვანი იზოლაციით. ის აღჭურვილია  1,7 ლიტრიანი ატმოსფერული ბენზინის ძრავით რომელიც 83 ცხენის ძალას იძლევა და დაწყვილებულია ხუთსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან და აქვს სრული ამძრაობა.

ჩვეულებრივი Lada Niva Legend-ის ფასი 632 900 რუბლია, კომპლექტაციით Classic. ხოლო ტოპ-ვერსიაში კომპლექტაციით Urban 708 900 რუბლია.



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად