ჰიბრიდული BMW X5 ეკოლოგიური ბორბლებით გამოვა
ჰიბრიდული  BMW X5 ეკოლოგიური ბორბლებით გამოვა
20.05.2021
კომპანია BMW-მ პირველმა დაიწყო ნატურალური კაუჩუკისა და ვისკოსის ბოჭკოსგან დამზადებული მასალით შექმნილი საბურავების გამოყენება, რომელიც სერტიფიცირებულია  Forest Stewardship Council-ის  FSC მიერ. ამ ტიპის საბურავებს მოარგებენ ამერიკის სპანტანბურგის ქარხანაში წარმოებულ ჰიბრიდულ BMW X5 xDrive45e-ს.

FSC ეს არის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც ტყის მართვის სტანდარტებს ადგენს და კლიმატის ცვლილებას ებრძვის. BMW და FSC კი უკვე წლებია თანამშრომლობენ. მათ 2017 წლიდან დაიწყეს ბუნებრივი კაუჩუკის პლანტაციების გაშენება ტაილანდში.

შემდეგი ნაბიჯი ეს არის ამ საბურავების გამოყენებაზე მსოფლიოში პირველი სერტიფიკატის მიღება. მათი წარმოება მოხდება ჯორჯიას შტატში Pirelli-ის
საწარმოში, საიდანაც მოხდება ტრანსპორტირება სპანტანბურგის ქარხანაში და იქ გამოყენება.

BMW-ს მონაცემებით 394-ძალიანი ჰიბრიდული X5 xDrive45e 1,2-1,7 ლიტრს საწვავს მოხიმარს 100 კმ-ზე და ატმოსფეროში 27-39 გრამ დიოქსიდს აფრქვევს გავლილ კილომეტრზე. ის 40%-ით სუფთაა X5 xDrive40i-ზე. ხოლო თუ მის დასატენად განახლებადი ენერგიიდან მიღებულ მუხტს გამოვიყენებთ, მისი ეფექტურობა 70%-მდე იზრდება.

ბეჭდვა
ტეგები:
BMW, X5,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად