Toyota-მ ელექტრო-ქროსოვერი წარმოადგინა
Toyota-მ ელექტრო-ქროსოვერი წარმოადგინა
20.04.2021
შანხაის საავტომობილო გამოფენაზე კომპანიამ Toyota, დემონსტრაციულად წარმოადგინა ელექტრო-ქროსოვერი bZ4X, რომელიც შემუშავებულია Subaru-თან თანამშრომლობით. ორძრავიანი ქროსოვერი გახდა პირველი მოდელი bZ ხაზში, რომელშიც მომდევნო 4 წელიწადში 7 ელექტრომობილი გამოვა e-TNGA პლატფორმაზე.



აბრევიატურა bZ კონცეპტ-ქარის დასახელებაში იშიფრება როგორც beyond Zero, ხოლო 4X სრულ ამძრაობაზე მიგვანიშნებს. ავტომობილს პლატფორმა „ტოიოტასგან“ ერგება, ხოლო ძალისმიერი მოწყობა „სუბარუსი“ ექნება.



კონცეპტის შემადგენლობაშია ორი ელექტროძრავი, თუმცა მათი სიმძლავრე არ ხმაურდება. კომპანია არც ელემენტების ტევადობას გვამცნობს და არც სვლის მარაგზე გვიმხელს ცნობას. მეტი ინფორმაცია და ტექნიკური დეტალი სავარაუდოდ გავრცელდება Toyota RAV4-ის ელექტრო-ვერსიის
გამოშვების შემდეგ, რომელიც ჩინეთსა და იაპონიაში გაიყიდება. რაც შეეხება სერიულ bZ4X-ს მას 2022 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად