ელაბუგის ქარხანამ Aurus-ის საპილოტე პარტია გამოსცა
ელაბუგის ქარხანამ Aurus-ის საპილოტე პარტია გამოსცა
11.03.2021
რუსული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწამროებელმა კომპანიამ წარმოადგინა სედანის Aurus Senat საპილოტე ვერსია. ავტომობილების წარმოება ელაბუგის ქარხანში მოხდა.

ამ დროისთვის ისინი ცდებს გადის НАМИ-ის ცენტრში, თუმცა გასაყიდად არ არის განკუთვნილი. მანამდე რუსეთის ვაჭრობის მინსიტრმა დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ Aurus Senat-ის სერიული ვერსიის წარმოება 2021 წლის პირველი კვარტლისთვის იყო დაგეგმილი და პირველი ავტომობილების მიწოდება კლიენტებისთვის მოხდებოდა მაისში. ელაბუგის ქარხანაში ასევე დაგეგმილია ქროსოვერ Aurus Komendant-ის წარმოებაც.

Aurus Senat-ის ფასი საბაზისო ვერსიაში 18 მილიონი რუბლია, ხოლო პირველი პარტიის მაღალი დონის ოპციების მქონე მდოელების ფასი 22
მილიონ რუბლამდე გაიზრდება.

Aurus - ეს არის პირველი რუსული პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდი, რომელიც ნულიდან არის შემქნილი НАМИ-ის სპეციალისტების მიერ. ამ ბრენდის ქვეშ უნდა მოხდეს ლიმუზინის, სედანის, უგზოობის მოდელისა და ვენის წარმოება. Aurus-ის აქციონერები არიან  ФГУП НАМИ (63,5%), თავდაცვის ფონდი ОАЭ Tawazun (36%) და Sollers (0,5%).

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად