BMW X5 M და X6 M დაგავიანებით მიიღებენ First Edition ვერსიას
BMW X5 M და X6 M დაგავიანებით მიიღებენ First Edition ვერსიას
21.10.2020
დამუხტული ქროსოვერები BMW X5 M და X6 M ტოპ მოდიფიკაციაში Competition როგორც იქნა გამოვა სპეც- სერიით First Edition, მიუხედავად იმისა რომ მოდელების პრემიერა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ეს ექსკლუზიური მოდელები მცირე ტირაჟით მხოლოდ 250 ეგზემპლარად გამოვა.

BMW X5 და и X6 M Competition First Edition ვერსიებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ორი მქრქალი  შეფერილობის ძარა: რუხი Frozen Dark Silver და ლურჯი Frozen Marina Bay Blue. ასევე Jet Black - შავი ფერის 21-იანი საბურავები წინ და 22 უკან. ექსტერიერის სხვა განმასხვავებლებს შორის არის ნახშირბოჭკოვანი გაფორმებები
და უკანა სპოილერი X6 M Competition-ისთვის.

ავტომობილების სალონში ვხედავთ ნატურალურ ტყავს ალკანტარას ჩანართებით, სავარძლები და კარის პანელები კი ორფეროვანია Silverstone და Midnight Blue შეფერილობის, ფერთა თამაშს ვხედავთ სხვა დეტალებშიც.

BMW X5 M და X6 M Competition აღჭურვილია 625-ძალიანი ძრავით V8 4.4 ორმაგი ტურბოკომპრესორით. ის 0-დან 100-მდე 3,8 წამში ჩქარდება, რაც 0,1 წამით ჩქარია  M-ვერსიაზე Competition-ის გარეშე.  მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

BMW-ს ამ სპეც-მოდელების ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ და არც გაყიდვების დაწყების კონკრეტული თარიღი, ხოლო აწყობა შტატებში მოხდება.

ბეჭდვა
ტეგები:
BMW, X5, X6,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად