რუსული პრემიუმ კლასის ქროსოვერის Aurus Komendant-ის ოფიციალური გამოსახულება გავრცელდა
რუსული პრემიუმ კლასის ქროსოვერის Aurus Komendant-ის ოფიციალური გამოსახულება გავრცელდა
19.08.2020
რუსეთის სამრეწველო კუთვნილების ფედერალურ ინსტიტუტში (პატენტების ბიუროში) წარადგინეს გამოსახულებები, რომელზეც დატანილია პირველი რუსული წარმოების პრემიუმ კლასის ქროსოვერის Aurus Komendant-ის სერიული ვერსია. პატენტის ავტორია კომპანია НАМИ, რომელსაც ეკუთვნის პროექტი „აურუსი“.

პატენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სერიული Komendant პროპრციებით და ექტსერიერის ვიზუალითაც იდენტურია იმ პროტოტიპების, რომლებიც პაპარაცებს აქამდე გადაუღიათ ასტრახანსა და შვედეთში ტესტებზე.

ლუქს კლასის ავტომობილის დიზაინი Aurus-ის საერთო სტილშია გადაწყვეტილი:  მსუყედ ქრომირებული მასიური ცხაურა, წვრილი ფარები და მსხვილი საჰაერო ჭრილები ბამპერებზე. უკანა ნაწილი კი ორიგინალურია, მას განსხვავებული ბამპერი აქვს კვადრატული გამსოაბოლქვი სისტემებითა და
მეხუთე კარზე სპოილერით.

Aurus Komendant შიდა ინდექსით ЕМП-4124 ერთიან მოდულურ პლატფორმაზე აეწყობა, რომელზეც მოხდება ასევე სედანის Senat S600 და ლიმუზინის  Senat L700-ის წარმოება. ყველა მათგანი მოქმედებაში მოჰყავს 4,4 ლიტრიან ბენზინის V8 ძრავს 598 ცხენის ძალის სიმძლავრით, რომელიც ტანდემში მუშაობს ცხრასაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, 40-იან ელექტროძრავთან და სრული ამძრაობის სისტემასთან.

Aurus Komendant-ის პრემეირა აგვისტოში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მოსკოვის საავტმობილო გამოფენა იმსხვერპლა და ის გადაიდო. გაყიდვების დაწყების ვადად კი მიჩნეულია 2022 წელი.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად