BMW 5 Series განახლებული დიზაინით და ელექტროფიცირებული ძალით
BMW 5 Series განახლებული დიზაინით და ელექტროფიცირებული ძალით
27.05.2020
მას შემდეგ რაც არაერთხელ გავრცელდა ჯაშუშური ფოტოები განახლებული მოდელისთვის BMW 5 Series, მისი ოფიციალური პრემიერის დროც მოვიდა. ბავარიულმა კომპანიამ ონლაინ პრეზენტაციაზე წარმოადგინა სიახლე და გვამცნო მისი ტექნიკური დეტალების შესახებ. გარეგნულად ბიზნეს სედანი უფრო ახლოს დგას ახალი თაობის 3 Series-თან, ის უფრო ევოლუციურია ვიდრე რევოლუციური, თუმცა საკმარისად განახლებული იმისთვის, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ასევე ახლახან განახლებულ Mercedes-Benz E-Class-ს.

5 Series-ის აშაკრა თვალშისაცემი სიახლე ეს მისი ოპტიკაა, რომელიც უფრო დაწვრილდა და უფრო ხაზოვანი გახდა, სწორედ ამით დაემსგავსა უფრო 3 Series. რაც შეეხება უკანა
ოპტიკას აქაც ოდნავი სახეცვლილებაა - L-ფორმის ხელწერა ჩანს თუმცა უფრო მოდერნისტულია.

უფრო მეტ სიახლეს ვგრძნობთ ტექნოლოგიურ ნაწილში, სადაც გამოჩნდა ინფოტაინტმენტ  სისტემა : iDrive 7. ინტერიერში ვხედავთ 12.3 დიუიმიან ციფრული მართვის კლასტერს და იმავე ზომის თაჩსქრინს უკვე ინფოტაინტმენტ სისტემისთვის. მას უკვე აქვს Apple CarPlay და Android Auto სისტემების მხარდაჭერა. აქვეა რათქმაუნდა უამრავი დამატებული ოპცია, რომელთა ნაწილი უვკე სტანდარტულად იქცა.

2021 სამოდელო წლისთვის მოდელი წარმოდგენილი იქნება ოთხი ვარიანტით:  530i, 530e plug-in, 540i, და M550i. მოგვიანებით გამოჩნდება ყველაზე  მძლავრი M5.

რაც შეეხება ფასებს 530i
ღირს $54,200. 530e hybrid ღირს $57,200, და 540i ღირს $61,750. ყველაზე ძვირიანი M550i კი  $76,800 ეღირება. მოდელებზე შეკვეთები უკვე შესაძლებელია მიწოდება კი ივნისიდან დაიწყება.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად