BMW 3 სერიის ხაზში მძლავრი ჰიბრიდული დიზელები გამოჩნდნენ
BMW 3 სერიის ხაზში მძლავრი ჰიბრიდული დიზელები გამოჩნდნენ
20.02.2020
კომპანიამ BMW დააანონსა 3 Series-ის ხაზის გაფართოება და შედეგად, ჟენევის ავტოსალონისთვის საპრემიეროდ ამზადებს ჰიბრიდებს: M340d xDrive Sedan და Touring, ასევე 330e Touring, რომელიც ბაზარზე ამ ზაფხულს გამოვა, ხოლო დიზელის „ორმოციანები“ უფრო ადრე - აპრილში.
BMW M340d xDrive Sedan და Touring-ის კაპოტის ქვეშ ვხედავთ დიზელის ექსვიანს 3.0 ლიტრის მოცულობით, ორი ტურბოკომპრესორით, ასევე დამატებით 48 ვოლტიან სტარტერ გენერატორს. აგრეგატი 340 ცხენის ძალას იძლევა და 700 ნმ მაბრუნ მომენტს, რომელსაც ელექტროძრავი დამატებით 11 ცხენის ძალას ამატებს. ჩვეულებრივად ტარებისას ჰიბრიდული დანამატი ძრავს ეკონომიურობის თვალსაზრისით
ოპტიმალურ პირობებში ამუშავებს. აქამდე მსგავსი აგრეგატი ჩვენ ვიხილეთ  მოდელებში  – X5/X6 xDrive40d.

ჰიბრიდული უნივერსალი BMW 330e Touring ბაზარზე ზაფხულში გამოჩნდება. ტექნიკურად ის იმეორებს სედანის მონაცემებს: „ ტურბოოთხიანი“2.0 ინტეგრირებულია რვასაფეხურიან ავტომატთან, ელექტროძრავით 113 ცხენის ძალის სიმძლავრით. ჯამში კი ავტომობილი 252 ცხნის ძალას იძლევა, თუმცა სიჩქარის სატერფულზე დაჭერისა და Sport სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მისი წარმადობა იზრდება 292 ცხენის ძალამდე. ის 0-დან 100-მდე 6,1 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 220-ია. მხოლოდ ელექტროძრავით კი ავტომობილს 65 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად