რუსული Aurus Komendant-ის სერიული წარმოება 2022 წლიდან დაიწყება
რუსული Aurus Komendant-ის სერიული წარმოება 2022 წლიდან დაიწყება
25.12.2019
კომერციული გაყიდვებისთვის განკუთვნილი Aurus Komendant-ის სერიული წარმოება 2022 წლიდან მოხდება. ამის შესახებ გამოცემა Известия-თან ინტერვიუში რუსეთის ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, Aurus ბრენდის ქვეშ წარმოებული ავტომობილების კომერციული რეალიზაცია მცირე მოცულობით 2019 წელსაც მოხდა. მისივე თქმით, 2021 წლიდან მოხდება Senat მოდელის, ხოლო 2022 წლიდან ქროსოვერ Komendant-ის წარმოება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, შეკვეთები მინივენზე Arsenal დაბალია, თუმცა თუ მოთხოვნა გაიზარდა, მისი სერიული წარმოებაც დაიწყება.

მინისტრის განცხადებითვე, ავტომობილი პირველად 10 ფერში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის არის „ლატე მაკიატო“, "ხავერდოვანი ლალი“ და „წითელი
უდაბნო“.

მისი თქმით, Aurus-ზე უკვე 600-ზე მეტი შეკვეთა აქვთ. 2020 წელს კი 200 ავტომობილის წარმოებას აპირებენ.

შეგახსენებთ, Aurus - ეს არის რუსული პრემიუმკლასის ბრენდი, რომლის ავტომობილები ამ დროისთვის გამოყენება პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის გადაადგილებისთვის.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად