იყიდება იშვიათი, დიზელის ВАЗ-2104
იყიდება იშვიათი, დიზელის ВАЗ-2104
16.10.2019
ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გასაყიდად გამოტანილია იშვიათი მოდელი ВАЗ-2104, რომელიც მფლობელის განცხადებით, 2001 წელსაა წარმოებული და ამ დრომდე მხოლოდ 66 ათასი კმ მანძილი აქვს გავლილი. მისივე ინფორმაციით, ეს დიზელის „ოთხიანი“ 100 კმ-ზე 6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

აღსანიშნავია, რომ «АвтоВАЗ»-მა საკუთარი წარმოების დიზელის ძრავზე მუშაობა 80-იან წლებში დაიწყო. უკვე პირველი საჩვენებელი მოდელი გაჩნდა შუა წლებში და ეს ძრავი მოირგო 2103-მმა. ეს იყო 1,45 ლიტრიანი ძრავი 55 ცხენის ძალით.

1988 წელს მან წარმატებით გაიარა ტესტი, თუმცა სერიულ წარმოებამდე ვერ მივიდა, უფრო იმიტომ, რომ არ ჰქონდა
სახელმწიფოსგან მხარდაჭერა. მხოლოდ 1999 წელს დაიწყო АвтоВАЗ-მა მცირე სერიით მისი წარმოება ბარნაულის ქარხანაში.

დიზელის „ოთხიანი“ სულ ხუთი წელი გამოდიოდა და 2004 წელს მისი წარმოება შეწყდა. სულ, ჯამში გამოვიდა 6 ათასი ასეთძრავიანი „ჟიგული“. ამ დროისთვის რამდენი მათგანი დარჩა ამ უნივერსალის, უცნობია. თუმცა ერთ-ერთ მათგანში გამყიდველი 85 ათას რუბლს ითხოვს. 

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად