ახალი BMW 3 Series უნივერსალი მზადაა
ახალი BMW 3 Series უნივერსალი მზადაა
13.06.2019
BMW-მ ახალი მესამე სერიის უნივერსალი ვარიანტი ოფიციალურად წარმოადგინა. 3 Series Touring მყიდველს სალონის დონის დინამიკურობას და კომფორტს ჰპირდება.

უნივერსალის გაყიდვები სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება და ის ხელმისაწვდომი იქნება დიზელისა და ბენზინის რამდენიმე, ასევე ჰიბრიდული ვარიანტით. ყველა მოდელი რვასაფეხურიანი ავტომატიკით აღიჭურვება, მექანიკა ოპციის სახითაც არ არის გათვალისწინებული.

კომპანიის პროდუქციის მენეჯერის განცხადებით, სიახლე ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედი, ნაკლები წონის მიზიდულობის ცენტრის დადაბლებისა და უკეთესი დაკიდების სისტემის წყალობით.

ის 17-19 ინჩიანი ბორბლებითა და სრული-LED ოპტიკით გამოვა. რაც შეეხება ზომებს, ის 4709 მმ
სიგრძისაა და 76 მმ-ით გრძელია წინამორბედ მოდელზე, ის ასევე 11 მმ-ით მაღალი და 16 მმ-ით განიერია. შედეგად კი, გაიზარდა სივრცე მუხლებისა და თავისთვის. მისი საბარგული 500 ლიტრი მოცულობისაა, ხოლო სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში ის 1510 ლიტრამდე იზრდება.

ფასი ჯერ არ დაზუსტებულა, თუმცა ის სავარაუდოდ 35 ათასი ევროდან დაიწყება.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად