30 წლის წინანდელი ახალი Mercedes 190 იყიდება
30 წლის წინანდელი ახალი Mercedes 190 იყიდება
23.05.2019
ვინტაჟური სენსაცია: აუქციონზე 1986 წელს გამოცემული Mercedes 190 იყიდება, რომელიც პრაქტიკულად ახალია და ციფერბლატზე მხოლოდ 462 კმ აქვს გავლილი.

ეს Mercedes 190 E 2.3 (W 201), რომელსაც თავის დროზე მოფერებით  "Baby Benz"-ს ეძახდნენ, ჰამბურგში გასაყიდად არის გამზადებული და მისი საწყისი ფასი 49,900 ევროა. ეს ალბათ ძალიან ძვირად მოგეჩვენებათ 1986 წელს გამოშვებული ავტომობილისთვის, მაგრამ ის ნამდვილად ძვირფასი  შენაძენი იქნება მისი მყიდველისთვის.  გარდა იმისა, რომ მას ძალიან ცოტა აქვს გავლილი, ის ისეთ ავტოფარეხში იდგა, რომელიც ნიავდებოდა და ამიტომ ნესტის პრობლემა არ უდგას.
ფოტოებიდან კი ჩანს, რომ ის შესანიშნავ მდგომარეობაშია.

ეს პატარა Mercedes-ის სედანი იმ დროისთვის არსებული ყველა საჭირო ატრიბუტიკით არის აღჭურვილი, ესაა: ავტომატური გაგრილების სისტემა, პანორმაული ელექტრონულად მართვადი სახურავი,  ელექტროშუშები,  კრუიზკონტროლი და Becker-ის აუდიო სისტემა  Grand Prix.

"კაპოტის" ქვეშ 2,3 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი 132 ცხენისძალიანი ბენზინის ძრავი დგას, რომელიც დაწყვილებულია ოთხსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად