მეორადი Polo vs Prius - რომლის ყიდვა ჯობია?
მეორადი  Polo vs Prius - რომლის ყიდვა ჯობია?
17.05.2019
ეკონომიური მანქანები სხვადასხვა ტექნიკით: რომელი უფრო კარგი არჩევანია?
VW Polo V 1.2 TDI BlueMotion, Toyota Prius III 1.8 Hybrid - ერთიც 4 ლიტრს წვავს და მეორეც!

ეკონომიური ავტომობილი? მეორადი? ახლა Volkswagen Polo 1.2 TDI BlueMotion-ს ვმართავთ და ბორტკომპიუტერს ვაკვირდებით. ქალაქგარეთ 90 კმ/სთ-ით მივდივართ და ამწუთას ეს მანქანა 100 კილომეტრზე მართლაც 3 ლიტრზე ნაკლებს წვავს. ანუ, ეს 3-ცილინდრიანი ძრავა ყოველ 1000 მეტრზე იმდენ დიზელს მოიხმარს, რამდენიც არყის პატარა ჭიქაში ჩაეტევა.

Auto Bild

ანუ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ თუ ეკონომიური მანქანა გსურს, მაინცდამაინც
ტოიოტა პრიუსი გყავდეს. თუმცა, Prius III-ც ძალიან ეკონომიურია და ეს ყველამ იცის. თუკი ფოლკსვაგენ პოლოში ეკონომიურობა ოპტიმირებული აეროდინამიკისა და დიზელის ძრავის დამსახურებაა, იაპონური კომპაქტი მფლობელის ჯიბეს ჰიბრიდული სისტემით უფრთხილდება. მის 1,8 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიან ბენზინის აგრეგატს ერთბაშად 2 ელექტრომოტორი ეხმარება, რომლებიც ნიკელ-მეტალ-ჰიბრიდული ელემენტიდან იკვებება. გარედან დამუხტვა არც საჭიროა და არც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ბენზინის ეს აგრეგატი მაინც ისეთივე ეკონომიური გამოდის, როგორც ფოლკსვაგენ პოლო დიზელის 3-ცილინდრიანი ძრავით.

Auto Bild

Stop & Go რეჟიმში პრიუსი უპირატესობებს ამჟღავნებს - იმის გამო, რომ ადგილიდან უმეტესად ელექტროსვლით იძვრება და დამუხრუჭებისას ელემენტს მუხტავს,
100 კილომეტრზე ქალაქში 5 ლიტრზე ნაკლებ ბენზინს წვავს. პოლოს საწვავის ხარჯი 4-5 ლიტრის დიაპაზონში მხოლოდ შედარებით გრძელ დისტანციაზე ტრიალებს. ფოლკსვაგენი ავტობანზე, მაღალ სისწრაფეებზე უფრო ეკონომიურია, ვიდრე პრიუსი, რომლის ჰიბრიდული ტექნიკა ქალაქგარეთ თითქმის არაფრისმომცემია.

Auto Bild

პოლოში ხმაურიზოლაცია აშკარად უკეთესია. მართალია, მის გადაცემათა კოლოფს მეექვსე საფეხურიც ძალიან მოუხდებოდა, რაც საწვავის ხარჯს კიდევ უფრო შეამცირებდა, მაგრამ არც 5-საფეხურიანი იმსახურებს კრიტიკას. იაპონელებმა Prius III 2012 წლის ფეისლიფტის შემდეგ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს (უკეთესი მასალები, დამუშავება და სავალი ნაწილი) და იმდენი ხმაც აღარ აქვს, რამდენიც ფეისლიფტამდე ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ პოლოს მსურველებმაც გვიან გამოშვებულ ეგზემპლარებზე უნდა გააკეთონ აქცენტი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დიზელის ძრავა მხოლოდ 2014 წლის აპრილიდან აკმაყოფილებს ევრო 6 სტანდარტს.

Auto Bild

პრიუსი კომპლექსური მანქანაა, მაგრამ ცოტა სისუსტე აქვს. მათ შორისაა ჰიბრიდული ბატარეა, რომელიც ასაკთან ერთად სუსტდება. საქმე ისაა, რომ დამუხტვის მენეჯმენტი ისეა დაპროგრამებული, რომ მდგომარეობა მუდმივად ერთსა და იმავე დონეზეა, რაც თითქმის გამორიცხავს ბატარეის მნიშვნელოვნად დაცლას. არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა დაახლოებით 40-კილოგრამიანი ელემენტი 250 000-კილომეტრიან გარბენამდეც უპრობლემოდ ძლებს. თუმცა, დროთა განმავლობაში დამუხტვა-განმუხტვის ციკლი მცირდება, ბოლოს კი ეკრანზე SOS-სიგნალს მიიღებთ. სისტემის მთლიანად გამოცვლა ძალიან ძვირია, ცალკეული მოდულებისა კი - არც ისე რეკომენდებული და ადვილი, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. აი, მეოთხე თაობის პრიუსზე უკვე ცალკეული დეფექტური მოდულების შეცვლაც თამამად შეიძლება. მართალია, ასეთ სერვისს, როგორც უკვე ვთქვით, Prius III-ზეც მიიღებთ, მაგრამ ტოიოტაში ამას სკეპტიკურად უყურებენ. იაპონელები გვაფრთხილებენ, რომ ცალკეული მოდულების შეცვლა Prius III-ზე სხვა მოდულების სწრაფ დეფექტს იწვევს.

Auto Bild

რჩევა: ხელები შორს EV-გან! მართალია, ასე პრიუსი შესაბამისად დამუხტული ელემენტითა და მცირე გაზით რამდენიმე კილომეტრს მართლაც ელექტროსვლით გადის, მაგრამ ეს მეტ ეკონომიას არ ნიშნავს, რადგან მერე ძრავა ავტომატურად მეტად იტვირთება, რათა ელემენტი ისევ დამუხტოს. გარდა ამისა, დამუხტვის უსარგებლოდ გრძელი ციკლის გამო ელემენტიც მეტად იტვირთება. მოკლედ რომ ვთქვათ, როდის და რამდენ ელექტროენერგიას გამოიყენებს პრიუსი, ეს მანქანის ელექტროობამ უკეთ იცის, ვიდრე მძღოლმა.

Auto Bild

VW Polo BlueMotion-სა და Toyota Prius-ს მეორადი ავტომობილების რანგში ერთი დიდი პლუსი აქვთ: ორივე მათგანის პირველ, ან ნებისმიერ მფლობელს, თავში ეკონომიურობა აქვს ჩაბეჭდილი და როგორც წესი, ასეთი ადამიანები თავიანთ მანქანებს კარგად უვლიან ხოლმე. მაგალითად, ჩვენ ეს პოლო ავტოჰაუს Wadood Automobile-დან ვითხოვეთ და კარგადაა მოვლილი. ერთადერთი, ძრავა უკვე მძლავრად ვიბრირებს. პრიუსს კი ესეც არ ეხება. სამაგიეროდ, ტოიოტას ძრავის მონოტონური ხმა აქვს, რაც ყველას არ მოეწონება.

დასკვნა: ტიმ დალგაარდი, შტეფან ნოვიცკი
ორივე ეკონომიური ავტომობილია და ვისაც ასეთი მანქანა სურს, ორივეს შეძენის შემთხვევაში ისიამოვნებს. Polo BlueMotion ჰიბრიდი არ არის, მაგრამ ნამდვილად კარგი არჩევანია.



VW Polo 1.2 TDIBlueMotion



ეკონომიური ფოლკსვაგენი დიზელის ძრავით საკმაოდ გამძლეა თავის დროზე, Polo V-მ AUTO BILD-ის ხანგრძლივი, 100 000-კილომეტრიანი გამოცდა ისედალურად არა, მაგრამ კარგად ჩააბარა. ეს იყო 1.2 TSI DSG გადაცემათა კოლოფით. თუმცა, დღეს უკვე ვიცით, რომ BlueMotion-TDI ამაზე უკეთესი არჩევანია. ფოლკსვაგენმა 1.2 TDI მოდელები უკან იმის გამო გაიწვია, რომ საწვავის ფილტრის თავსახურები იყო დეფექტური. მოგვარებულია თუ არა ეს პრობლემა სასურველ მოდელში, ამას სათადარიგო საბურავის განყოფილებაში დაწებებული სტიკრით (20U7) მიხვდებით.

კომპლექტაცია:ფოლკსვაგენი 1.2 TDI Blue-Motion-ში ბევრ ოფციას არ გვთავაზობდა. უკანა სავარძლის საზურგეც კი არ იყო გაყოფილი. არადა, ეს ძალიან პრაქტიკული დეტალია.


სამუხრუჭე დისკები: ამ მანქანით უმეტესად მშვიდად დადიან, რაც სამუხრუჭე დისკების ერთ მხარეს ცვეთას იწვევს.


მექანიკური კოლოფი: ყველა სიჩქარეში ადვილად უნდა ვარდებოდეს. დააკვირდით, რომ გადართვებისას პრობლემა, ხმები და ვიბრაციები არ ჰქონდეს.


გამონაბოლქვის სკანდალი: EA-189-ძრავებზე 1.2 TDI სკანდალში მონაწილეობდა. Software-ის Update-მა, შესაძლოა, ინჟექტორებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.


ტექნიკური მონაცემები: ძრავა 3-ცილინდრიანი, Turbo/Diesel სარქველები/გამ. ლილვი 12/2, ძრავის მოცულობა 1199 სმ3, სიმძლავრე 55 კვ (75 ცხ. ძ.) 4200 ბრ/წთ, მაბრუნი მომენტი 180 ნმ/2000, მაქს. სისწრაფე 173 კმ/სთ, 0-100 კმ/სთ 14,7 წამში, ავზი/საწვავი 45 ლ./დიზელი, გად. კოლოფი/ამძრავი 5-საფ. მექანიკა/წინა, სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 3970/1682/1465 მმ, საბარგულის მოცულობა 280/952 ლ. წონა/ტვირთამწეობა 1132/458 კგ


Auto Bild


Toyota Prius III 1.8 Hybrid


ქურდებსაც კი ისე მოწონდათ, რომ მოგვპარეს ზუსტად ისე, როგორც წინა, მეორე თაობის პრიუსმა, ჩვენი 100 000-კილომეტრიანი ტესტი Prius III-მაც პრობლემების გარეშე ჩააბარა. ფრიადი პლუსით მან მხოლოდ იმის გამო არ მიიღო, რომ ორი ნათურა გადაეწვა. ტოიოტამ მაშინ გვითხრა, რომ შეგვეძლო, 200 000-კილომეტრიან ტესტზეც წავსულიყავით, მაგრამ ავტომობილების ქურდებს სხვა გეგმები ჰქონდათ და მანქანა მაშინ მოგვპარეს, როცა 154 300 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მანამდე პრობლემა არ ჰქონია. ჩვენ გირჩევთ ისეთ ეგზემპლარებს, რომლებიც 2012 წლის აპრილის შემდეგაა გამოშვებული, რადგან ზუსტად ამ დროს ტოიოტამ კიდევ ბევრი რამ გააუმჯობესა. მათ შორის სავარძლები! თუმცა, მანამდე გამოშვებული მოდელებიც საკმაოდ სოლიდურია. 


ჰიბრიდული ბატარეა ხშირად 250 000 კილომეტრამდეც კი უპრობლემოდ ძლებს. დეფექტის შემთხვევაში ტოიოტა მთლიანად ცვლის, რაც ძვირი ჯდება, ცალკეული მოდულების შეცვლა კი რეკომენდებული არ არის, მაგრამ ამას მაინც ყველა აკეთებს. 


სამუხრუჭე სისტემა ძალიან დიდხანს ძლებს, თუმცა იშვიათად აწვალებენ - მაგრად არასდროს ამუხრუჭებენ. ამის გამო, ჭუჭყი გროვდება და ხმას გამოსცემს. დაშალეთ და გაწმინდეთ.

სალონის ხარისხი პრიუსის ინტერიერში პრემიუმ ხარისხიან მასალებს ტყუილად ელოდებით. 2012 წლიდან ტოიოტამ დამუშავების ხარისხიც გააუმჯობესა, სავალი ნაწილიც და ხმაურიზოლაციაც.


დაბალი ძარა წინა ბამპერი საკმაოდ დაბლაა, რის გამოც ბორდიურთან ხშირი შეხება გარდაუვალია. შეამოწმეთ, რამდენად კარგადა ჩამჯდარი ბამპერი.


ტექნიკური მონაცემებიძრავა 4-ცილინდრიანი, ჰიბრიდი, სარქველები/გამ. ლილვი 16/2,  ძრავის მოცულობა 1798 სმ3, სიმძლავრე 73 კვ (99 ცხ. ძ.) 5200 ბრ/წთ,  მაბრუნი მომენტი 142 ნმ/4000, მაქს. სისწრაფე 180 კმ/სთ, 0-100 კმ/სთ 11,4 წამში, ავზი/საწვავი 45 ლ./Super, გად. კოლოფი/ამძრავი უსაფეხურო ავტ./წინა,  სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 4460/1745/1490 მმ, საბარგულის მოცულობა 445/1545 ლ. , წონა/ტვირთამწეობა 1390/415 კგ,

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად