ეს მანქანა მხოლოდ ტესლაში არ მოსწონთ!
ეს მანქანა მხოლოდ ტესლაში არ მოსწონთ!
16.05.2019
ელექტრომობილები უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. Polestar 2-ის სახით ვოლვომ და მისმა ჩინელმა შეფებმა გვიჩვენეს პირველი სრულფასოვანი ელექტრომობილი, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი ექნება და რომელიც პირდაპირ Tesla Model 3-ს შეუტევს.

Auto Bild

წლებია, ტესლა ელექტრომობილების ლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს. მათი მნიშვნელობა გაიზარდა და შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც. ახლა Polestar 2 გამოდის, რომელიც პირდაპირ Tesla Model 3-ს შეუტევს და თანაც, ძალიან მაგრად. Polestar ამერიკელი ელექტრიკოსებისთვის უკვე კოშმარია, ჩვენთვის - ახდენილი ოცნება?

Auto Bild

Pole... რა? ახლავე გაგარკვევთ. Polestar ვოლვოს ელექტროსტრატეგიების გაერთიანებაა, რომელიც 2010 წლიდან ჩინურ Zhejiang Geely Holding
Group-ს ეკუთვნის. Polestar 2 კი მათი ელექტრომობილია, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ და რომელიც Tesla Model 3-ის კონკურენტი იქნება. ამ სკანდინავიურ-ჩინურ ელექტრომობილში 4,50 მეტრი სიგრძის Volvo XC40-ის ტექნიკური ბაზაა გამოყენებული, თუმცა Polestar 2 ოდნავ უფრო გრძელი იქნება - ჩვენ დაახლოებით 4,70-მეტრიან სიგრძეს ველოდებით, რაც ზუსტად Tesla Model 3-ის ზომაა. ზუსტად ისე, როგორც ამერიკული ელექტრომობილი, Polestar 2-იც სრულამძრავიანია - ერთი ელექტრომოტორით წინა და ერთით – უკანა ღერძზე. მათ შორის აკუმულატორის 27 მოდულია, რომელთა 78 კვ.სთ. ტევადობა 500 კილომეტრის გავლის გარანტია უნდა იყოს. სისტემური სიმძლავრე 408 ცხენის ძალა გახლავთ,
მაბრუნი მომენტი კი 660 ნიუტონმეტრი, რითაც Polestar 100 კმ/სთ-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში უნდა აჩქარდეს. ეს ციფრები არ გეცნობათ? რა თქმა უნდა: Model 3 Long Range Performance-ის მონაცემებია – 75 კვ.სთ, 530 კილომეტრი, 450 ცხენის ძალა, 639 ნმ და 3,5 წამი.

Auto Bild

და რით არის Polestar 2 განსაკუთრებული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია: ვოლვოს მარკის ავტომობილების შესანიშნავ ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ველოდებით, რომ Polestar-ს საგრძნობლად უკეთესი დამუშავების ხარისხი ექნება. შვედი სულაც პირველი, რომელიც თავისი მულტიმედიასისტემისთვის Google-Android-პლატფორმას გამოიყენებს. ამრიგად, სწორედ Google-დან იქნება Maps, Assistant და Play Store. ასევე ხმოვანი ბრძანებების ბუნებრივი სისტემა, როგორიც მერსედესს აქვს MBUX-ის სახით და 11-დუიმიანი სენსორული ეკრანი. მართალია, ტესლას უფრო დიდი სენსორული ეკრანი აქვს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, Polestar-ს მინიმუმ იდენტურად კარგი მომსახურება ექნება. შეგახსენებთ, რომ Model 3-ში 15-დუიმიანი ეკრანია.

Auto Bild

რაც ყველაზე საინტერესოა, Polestar 2-ის მთავარი უპირატესობა ტესლასთან შედარებით, ფასი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით მაინც. ავტომობილი გაისად გამოდის და პირველი 12 თვის განმავლობაში მხოლოდ Launch Edition იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც დაახლოებით 60 000 ევრო ეღირება. ეს სწორედ Model 3-ის ფასის ლიგაა (Long Range 55 400 ევროდან, Performance - 66 100 ევროდან). სამაგიეროდ, Polestar 2-ის საბაზო ვერსია (2021 წლიდან) იქნება იაფი - 40 000 ევრო. სწორედ ამის გამო ნერვიულობენ ტესლაში ყველაზე მეტად.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად