რუსული დრაგი - Mercedes-AMG GT63 S vs BMW M5 Competition(+ვიდეო)
რუსული დრაგი - Mercedes-AMG GT63 S vs BMW M5 Competition(+ვიდეო)
23.04.2019
მრავალწლიანი დაპირისპირება Mercedes-AMGდა BMW M-ს შორის როგორც ჩანს არც არასოდეს დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ მათ  მიმართ ცხოველი ინტერესი იარსებებს.

უკვე მერამდენედ მსოფლიოს წამყვანი ვლოგერები თუ საავტომობილო გადაცემები და ჟურნალები ერთმანეთს აჯახებენ ორი გერმანული კომპანიის ორ უმნიშმვნელოვანეს და ყველაზე მძლავრ მოდელს, ესენია Mercedes-AMG GT63 S  და BMW M5 Competition. ამჯერად ამ საქმეს ხელი მოჰკიდა ქართული წარმომავლობის პოპულარულმა რუსმა ვლოგერმა გურამ ინწკირველმა. მას საქართველოშიც ბევრი მიმდევარი ჰყავს Youtube არხზე, თუცმა მის ტენდენციურობაზეც არავინ კამათობს.

მის არხზე DSC OFF ინწკირველმა 639 ცხენისძალიანი  Mercedes-AMG
GT63 S დააჯახა  625 ცხენისძალიან BMW M5 F90 Competition-ს. რათქმაუნდა ეს ორი ავტომობილი ერთმანეთის კონკრუენტად ვერ ჩაითვლება მათი გაბარიტებიდან და წონიდან გამომდინარე, თუმცა სწორედ ისინი არიან ორი წამყვანი და ამავდროულად მოქიშპე გერმანული კომპანიების სიმძლავრის მწვერვალები და ამაყად ატარებენ ტიტულებს  BMW-ს უძლიერესი და Mercedes-ის უძლიერესი მოდელების.

როგორი იყო შედეგი დრაგზე, რატომ იტყუებიან მწარმოებლები,  რატომ გახდა საჭირო AMG GT63 S-ისთვის 1500 კმ მანძილის დაფარვა, ამ და სხვა კითხვებზე პასუხს იპოვით ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში.



მოგეწონათ ინწკირველის ბოლო შეფასება?

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად