როგორი ტაქსებით დადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
როგორი ტაქსებით დადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
23.04.2019
1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი უნდა იყოს.

კიდევ კარგი,­ თბილისში იშვიათად თოვს და თეთრი ტაქსის დანახვა არც ზამთარში გაგვიჭირდება, თორემ აქა-იქ შემორჩენილ მუქ ტაქსებს ორმაგი ფასი დაედებოდა...­ ეს ხუმრობით. ისე კი, ლიცენზირებული თეთრი მანქანები ისეთი პრივილეგიებით ისარგებლებენ, სხვა ფერის ტაქსით მუშაობა აზრს დაკარგავს. უფრო კონკრეტულად: ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერია შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ უფასო საპარკინგე ადგილებით, მანათობელი ნიშნებით, ღებვის/თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით, მიიღონ დამატებითი თანხა სარეკლამო ბანერის
მეშვეობით, გათავისუფლდნენ გადასახადისგან და ა.შ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა და ქალაქებს, ტაქსის ფერები ფოტოგალერეაში ნახეთ:

ნიუ-იორკი. ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსი ყველამ კარგად იცის - იშვიათია ადამიანი, რომელსაც ტელევიზიით ან კინოფილმში მაინც არ უნახავს მუქი ყვითელი "ფორდი". ცხადია, აშშ-ის უდიდეს ქალაქში სხვა ფერისა და მარკის ტაქსებიც დადიან, მაგრამ ნიუ-იორკის ტაქსოპარკის სიმბოლოდ მაინც ყვითელი ფერი ითვლება. სხვათა შორის, ამ ტაქსის წინა სავარძელში მოკალათება­ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკან ყველა ადგილი დაკავებულია.

Auto Bild

ლონდონი. არანაკლებ სახელგანთქმულია ლონდონის შავი კები, რომელიც გაცილებით მაღალი დონის არის და ჩვეულებრივი ტაქსებისგან ძალიან განსხვავდება­.
ეს ტრანსპორტი სპეციალურ ზოლში მოძრაობს, კებმენები კი 2-3 წლის განმავლობაში სწავლობენ, რათა მისი მართვის­ უფლება დაიმსახურონ. კების მართვის ოსტატობის გარდა, მძღოლებს გამოცდაზე ქალაქის ქუჩების უზადო ცოდნაც მოეთხოვებათ. შავი კების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ამ ტიპის ტაქსით ბრიტანელი არისტოკრატებიც ხშირად სარგებლობენ.

Auto Bild

ბარსელონა. იმის მიუხედავად, რომელ კომპანიას ემსახურება, ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელია. მგზავრი ვალდებულია, მძღოლს ოფიციალურ ენაზე ელაპარაკოს და ყურადღება არ გაუფანტოს. მძღოლებს კი უფლება აქვთ, არ მოემსახურონ ნასვამ ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირებს, ასევე უარი თქვან შინაური ცხოველების გადაყვანაზე.

Auto Bild

ჰონგ-კონგი. ჰონგ–კონგში სამი ფერის ტაქსის შეხვდებით: წითელი ემსახურება ჰონგ–კონგის თითქმის მთელ ტერიტორიას, კუნძულ ლანტაუს Tung Chung Road-ისა და ამავე კუნძულის სამხრეთ ნაწილის გარდა. მწვანე ტაქსების მეშვეობით მხოლოდ ახალ მიწებს ესტუმრებით, ცისფრით - მხოლოდ კუნძულ ლანტაუს.

Auto Bild

პარიზი. საფრანგეთის კანონმდებლობა არ მოითხოვს, ტაქსის ძარა ერთი რომელიმე ფერის იყოს. ამიტომაც პარიზული ტაქსი შეიძლება ნებისმიერი მარკისა და ფერის შეგხვდეთ. მათ თეთრი მანათობელი ნიშნით გამოარჩევთ: თუ თეთრად ან მწვანედ ანათებს, ტაქსი თავისუფალია. წინა სავარძელში ჩახტომას ნუ იჩქარებთ, ეს მიღებული არ არის. სამაგიეროდ, პარიზში ხშირად ნახავთ ტაქსის, რომელშიც მძღოლის გვერდით მგზავრის შინაური ცხოველია მოკალათებული.

Auto Bild

სინგაპური. სპეციალური კვლევის თანახმად, ტაქსისთვის ყველაზე სახიფათო ფერი ლურჯი გახლავთ: ამ ფერის ტაქსების ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შანსი თითქმის 10%-ით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ყვითელი ავტომანქანის. არადა, სინგაპურის ტაქსების უმეტესობა სწორედ ლურჯია, ტაქსი კი ამ მრავალმილიონიანი ქალაქ-სახელმწიფოს ლამის ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ამიტომაც არის, რომ ყველაზე მეტი ხალხი სინგაპურში სწორედ ტაქსის რიგში დგას.

Auto Bild

წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 22 აპრილის ნომერში
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად