Geely-მ ელექტრომობილების სრულიად ახალი ბრენდი Geometry ჩაუშვა
Geely-მ ელექტრომობილების სრულიად ახალი ბრენდი Geometry ჩაუშვა
15.04.2019
ჩინეთის უმსხვილესმა საავტომობილო კომპანიამ Geely, ააქმოქმედა ახალი ბრენდი Geometry, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს.

ბრენდის პირველი ნაწარმი Tesla Model 3-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება. მისი პრეზენტაცია კომპანიამ სინგაპურში გამართა. და როგორც აცხადებენ, მას ერთჯერადი დამუხტვით სტანდარტულ ვარიანტში 400, ხოლო მძლავრ ვარიანტში 500 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია. საბაზისო ვარიანტი 51,9 კვს ელემენტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო მძლავრი – 61,9 კვს სიმძლავრის  ელემენტებით. ორივე მათგანი ჩინური კომპანია CATL-ის წარმოებისაა. მისი დამუხტვა 80%-მდეა შესაძლებელი ჩვეულებრივი ელსადენით სულ რაღაც ნახევარ საათში.

Auto Bild

შედარებისთვის,  Model 3-ის ყველაზე მძლავრი ვარიანტი 75
კვს სიმძლავრის ელემენტებით  550 კმ მანძილს ფარავს, ხოლო სტანდარტულ ვარიანტში 50 კვს ელემენტებით – 350 კმ-ს.

Geometry-ის მამოძრავებელია სინქრონიზებული ძრავი, რომელიც ჯამში 161 ცხენის ძალას იძლევა და 0-დან 100-მდე 8,8 წამში ჩქარდება. კომპანიის განცხადებით, ის თავის კლასში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი იქნება.

Auto Bild

კომპანიის განცხადებით, მათი ღირებულება 30,000 დოლარიდან დაიწყება. კომპანიას ამ ავტომობილზე უკვე აქვს 27,000 შეკვეთა, რომელთა 67% ჩინეთის ფარგლებს გარეთაა და ძირითადად ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან და სინგაპურიდან არიან მყიდველები.

Geely-ის გეგმით, კომპანია 2025 წლამდე Geometry-ის ბრენდის ქვეშ 10 სრულიად ახალი ელექტრომოდელის წარმოებას გეგმავს.  შეგახსენებთ,  Geely-ის ჯგუფში
შედიან საავტომობილო ბრენდები: Geely, LEVC, Lotus, Lynk&Co, Polestar, Proton, Smart და Volvo.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად