7 მარტივი წესი – გავუხანგრძლივოთ ავტომობილს სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ ჯიბეს.
7 მარტივი წესი – გავუხანგრძლივოთ ავტომობილს სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ ჯიბეს.
29.03.2019
გამოცემა „ბიზნესინსაიდერი“ მკითხველს 7 მთავარ წესს სთავაზობს, რომელიც ავტომფლობელმა აუცილებლად უნდა დაიცვას, თუ მას სურს, გაუხანგრძლივოს ავტომობილს სიცოცხლე და შესაბამისად, ნაკლებად იზარალოს ფინანსურად.

როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად ახალი ავტომობილების ფასი იზრდება, ამის მაგალითად კი ამერიკის ბაზარი მოჰყავს, სადაც თებერვალში ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა შეადგინა 36,500 დოლარი. ეს კი ერთი წლის წინანდელ მონაცემზე 1,000 დოლარით მეტია.

სწორედ ამიტომ, გავლენიანი გამოცემა მძღოლებს რამდენიმე რჩევას აძლევს:

1. მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციას. ავტომფლობელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ ტექნიკური შემოწმება, გააკონტროლონ ხუნდებისა და სითხის მდგომარეობა. ხოლო ყოველ 25,000
კმ-ზე გამოცვალონ ზეთი.



Auto Bild

2. საბურავის წნევა: რეგულარულად შეამოწმეთ წნევა საბურავში და ეცადეთ, ის მუდმივად ოპტიმალურ დონეზე იყოს. ამის გაკეთებას გირჩევთ თვეში ერთხელ. ეს აგარიდებთ ნაადრევად ცვეთას.


Auto Bild

3. დარწმუნდით, რომ მცირე ხარვეზები მოგვარებული გაქვთ. უმნიშვნელო პრობლემების შემჩნევისას ის აუცილებლად უნდა მოაგვაროთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ შემდგომი გართულებები. ჯობია პრობლემა მალევე მოგვარდეს, ვიდრე მან სხვა, დიდი პრობლემები წარმოშვას.


Auto Bild

4. ხშირად ჩაატარეთ ვიზაულური ინსპექტირება უბრალოდ, მისი წრიულად შეთვალიერებით და ასევე, ძრავის ნაწილში. ასე შეგიძლიათ ნახოთ, ჟონავს თუ არა სადმე რაიმე ტიპის სითხე.


Auto Bild

5. იყავით უფრო მომთმენი, როცა თქვენი
ავტომობილი ცივია. ავტომობილის ნელა ტარება დილით, როცა თქვენი ავტო არ არის გახურებული, უფრო უკეთესად დაიცავს თქვენს ძრავს, ვიდრე უმალ სატერფულზე დაწოლა. მიეცით დრო, გახურდეს. ეს აუცილებელია, განსაკუთრებით, ცივ ამინდში.



Auto Bild

6. ნუ ატარებთ გიჟივით. აგრესიული და ჩქარი ტარება ზრდის საწვავის მოხმარებას და ამავდროულად, ხელს უწყობს საბურავებისა და ხუნდების ცვეთას. ასევე, ის ვნებს გადაცემათა კოლოფს.


Auto Bild

7. ზამთარში აუცილებლად გარეცხეთ გულდასმით ავტომობილი ტექნიკურ მარილდაყრილ გზაზე ტარების შემდეგ. ის შეაჩერებს ჟანგვის პროცესს, რომელსაც იწვევს ეს მარილი.


Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად