სუბარუს სიყვარულით დაწყებული სიკეთე - Subaru Team Georgia სხვა კლუბებსაც იწვევს
სუბარუს სიყვარულით დაწყებული სიკეთე - Subaru Team Georgia სხვა კლუბებსაც იწვევს
13.02.2018
“Subaru Team Georgia” არის კლუბი, რომელშიც “სუბარუს” მარკის ავტომობილებისადმი სიყვარულმა, ავტომფლობელები კეთილი საქმისთვის გააერთიანა.

“2017 წლის 30 აპრილს გამართულმა პირველმა შეკრებამ, რომელიც უბრალოდ გაცნობით ხასიათს ატარებდა, დაგვანახა, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვეძლო ვიდრე მხოლოდ მანქანებით აღფრთოვანება - სწორედ ამიტომ, შევძელით და ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება, რომელიც მთელი თავისი შემადგენლობით სიკეთეს ემსახურება,” - აცხადებენ Subaru Team Georgia-ს წევრები.
  • სწორედ ასეთი შემართების გამო, უბრალო წამოწყება სულ მალე ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა, რომელმაც უამრავი ბავშვის, მოხუცისა თუ ზრდასრული ადამიანის გული გაათბო.
Auto Bild

გუნდის ყოველი წევრი ერთხმად
იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს. გავულამაზოთ თუნდაც ერთი დღე ისეთ ადამიანებს, რომელთათვის ყოველი დღე ნაცრისფერია. დავუბრუნოთ ცხოვრების ხალისი და აღვუდგინოთ ნდობა მათ, ვინც სიკეთის არსებობაში ეჭვი შეიტანეს.

“ჩვენ უკვე ოფიციალური კლუბი ვართ! „სუბარუს” მარკის ავტომობილებით მივედით ისეთ ადგილებში, სადაც სურსათ-სანოვაგის ხელმისაწვდომობას ამინდი განაპირობებს. მოვინახულეთ ადამიანები, რომლებსაც ცუდი გზების გამო საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ,” - Subaru Team Georgia-ს წევრებმა პირველივე შეკრებაზე გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

Auto Bild

კლუბის პრეზიდენტმა, აკაკი მემარნიშვილმა 2017
წლის ივნისში წამოიწყო საქველმოქმედო აქცია #გიწვევშენ. ეს გამოწვევა, სხვადასხვა მარკის ავტომფლობელთა მრავალმა გუნდმა მიიღო და 2017 წლის სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ეს იყო გუნდის პირველი მცდელობა, რომელმაც მათი მოტივაცია კიდევ უფრო გააძლიერა და ამავე წლის მომდევნო თვეებში ესტუმრენ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარს, საახალწლოდ ტკბილეულით გაახარეს ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის პაციენტები, მოინახულეს დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, ასევე რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარი და ბოლოს ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი, სადაც 109 უსაყვარლეს პატარა ადამიანს, საახალწლო სურვილები აუსრულეს.
  • "მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით ჩვენ გვსურს გამოვიწვიოთ სხვა კლუბებიც, რათა გავავრცელოთ ჯანსაღი, პოზიტიური ენერგია. ჩავხედოთ გახარებულ ბავშვებსა თუ მოხუცებს თვალებში და გაგვყვეს ეს სიხარული ცხოვრების ბოლომდე"
Auto Bild“გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ოლიმპიელებს, „პორშე ქლაბ ჯორჯიასა“ და „Benz ქლაბ ჯორჯიას“, რომლებიც გვერდში დაგვიდგენენ და ეს ყოველივე შესაძლებელი გახადეს. გარდა ამისა, „სუბარუ თიმ ჯორჯია“ უახლოეს მომავალში გეგმავს ჩაატაროს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელშიც სხვა ავტოკლუბებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება საშუალება, გავავრცელოთ კლუბის სულისკვეთება და ასევე დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ეს და მრავალი სხვა არაჩვეულებრივი იდეა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრად ეფექტური და შესრულებადი იქნება თუ დახმარების მსურველები გამოჩნდებიან. მზად ვართ, მივიღოთ ყველა!” - აცხადებენ კლუბში, - მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით ჩვენ გვსურს გამოვიწვიოთ სხვა კლუბებიც, რათა გავავრცელოთ ჯანსაღი, პოზიტიური ენერგია. ჩავხედოთ გახარებულ ბავშვებსა თუ მოხუცებს თვალებში და გაგვყვეს ეს სიხარული ცხოვრების ბოლომდე. დღევანდელ საზოგადოებას ნამდვილად აკლია თანაგრძნობა, პოზიტივი და სიკეთე. ჩვენ გვსურს, დავუბრუნოთ ხალხს დაკარგული ბედნიერება, სიკეთე ხომ გადამდებია!”

თუ გსურთ Subaru Team Georgia-ში გაწევრიანება, გადადით ამ ბმულზე და შეუერთდით ჯგუფს ფეისბუქზე.

სტატია მოამზადა „სუბარუ თიმ ჯორჯიას“ წევრმა ელენე შავგულიძემ

იხილეთ ვიდეოები
სუბარუ თიმ ჯორჯიას საქველმოქმედო აქციები


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად