3-ცილინდრიანი ძრავა 125 ცხენის ძალით, მოცულობა კი მხოლოდ 1 ლიტრი - ნუთუ შეიძლება, რომ ეს სრული, თავმომწონე კომპაქტისთვის საკმარისი იყოს? დიახ, შესაძლებელია! ოღონდ, ერთი პირობით: ეს აუცილებლად ”ფორდის” ლეგენდარული 1.0 EcoBoost უნდა იყოს - აგრეგატი, რომელიც ზედიზედ სამჯერ ფლობდა წლის საუკეთესო ძრავის წოდებას.
EcoBoost-ძრავებმა სიმძლავრისა და საწვავის ხარჯის შეფარდების მხრივ მსოფლიო ავტოინდუსრიაში ახალი მასშტაბები დაამკვიდრეს, ჩვენ კი თამამად ვიტყვით, რომ ”ფორდის” არცერთ სხვა მოდელს არ
- იმიტომ, რომ თვითონ ”ფოკუსიც” აბსოლუტურად შემდგარი კომპაქტია, რომელმაც ამ 1-ლიტრიანი ძრავით, AUTO BILD-ის ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტ-დრაივში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
”ფოკუსი”, რომელიც იმ ხანგრძლივ ტესტში მონაწილეობდა, სწორედ ის მოდელია, რომელიც ”ფორდის” თბილისის ცენტრმა მცირე გასეირნებისთვის გვათხოვა და რომელსაც ფოტოებზე ხედავთ: ეს გახლავთ Focus 1.0 EcoBoost Titanium, 125 ცხენის ძალით და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
- ძრავაზე ახალი რა უნდა ვთქვათ? ეს არის აგრეგატი, რომელიც ერთი წამითაც კი არ გაგრძნობინებს, რომ 3-ცილინდრიანია.
ამ ძრავის წარმატებები არა მხოლოდ ტურბოკომპრესორებისა და ”ჭკვიანი” გამანაწილებელი ლილვების დამსახურებაა, არამედ, პირველ რიგში ”ფორდის” ინჟინრების, რომლებმაც არა მარტო ეკონომიური და ამავდროულად გასაოცრად მძლავრი, არამედ საკმაოდ გამძლე პატარა აგრეგატი შექმნეს. გატესტეთ და, გარანტიას გაძლევთ, თქვენც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მხოლოდ და მხოლოდ 998 სმ3 მოცულობის მქონე 3-ცილინდრიანთან გაქვთ საქმე.
- ...და საწვავის ხარჯი? ქალაქში 6,5 ლიტრი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე კომპაქტისთვის გადასარევი შედეგია.
პირველივე კილომეტრებზე დარწმუნდებით, რომ ”ფოკუსი” კომფორტულად და სტაბილურად დადის - მოქნილი და მანევრულია. არც ეს გვიკვირს, რადგან მისი სპორტული ვერსია Focus RS თავის სტიქიაში ”ციდან ვარსკვლავებს წყვეტს” და ”ფოკუსისთვის” სპორტულობა ახალი ამბავი არ არის.
ინტერიერი 2015 წლის ფეისლიფტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - დაიხვეწა მასალების ხარისხი და ”ფოკუსმა” ახალი, თანამედროვე მულტიმედია-სისტემაც მიიღო. სადაც არ უნდა შეახო ხელი, ყველგან იგრძნობა ხარისხი და მონდომება.
რაც შეეხება ფასს: Focus 1.0 EcoBoost Titanium ”ფორდის” თბილისის ცენტრში 17 900 ევრო ღირს.
შალვა ბუაჩიძე
- P.S. აი, კიდევ რითაა გამორჩეული ეს ავტომობილი: