„ლიონ ავტო“ თბილისობაზე Peugeot 2008-ს წარადგენს
„ლიონ ავტო“ თბილისობაზე Peugeot 2008-ს წარადგენს
13.10.2016
“პეჟოს“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, კომპანია „ლიონ ავტო“, თბილისობის ფარგლებში გამართულ ავტოშოუზე ერთ-ერთ პოპულარულ მოდელს, Peugeot 2008-ს წარადგენს.

ავტოშოუ, რომელსაც მერიის მხარდაჭერით, ტრადიციულად, ჟურნალი „AUTO BILD საქართველო“ ატარებს, შაბათს, 15 ოქტომბერს, 12-დან 18 საათამდე, მეტეხის ხიდზე გაიმართება.
Auto Bild
ქროსოვერი Peugeot 2008, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ პირველად 2013 წელს წარადგინა, უკვე ხელმისაწვდომია ქართველი ავტომოყვარულთათვის. საქართველოში აღნიშნული მოდელი ევრო-5 სტანდარტის 1.6-ლიტრიანი (სიმძლავრე: 120 ც. ძ.) ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი და ხელმისაწვდომია როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფით. დინამიური, ორიგინალური დიზაინის მქონე, კომფორტული და ყველა თანამედროვე
პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი Peugeot 2008 განსაკუთრებით მოეწონებათ აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებს.

Auto Bild

Peugeot-ს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია „ლიონ ავტოა“. სს „ლიონ ავტო“ 2016 წელს შემოვიდა ბაზარზე, როგორც „პეჟოს“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მსუბუქ, ასევე კომერციულ მოდელებს - 208, 2008, 301, 308, 3008, 508, Partner, Expert, Boxer. აგრეთვე ფუნქციონირებს სრულად აღჭურვილი სერვის ცენტრი, სადაც ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად, ხელმისაწვდომია ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.

მის: ჯორჯ ბალანჩინის 36
ტელ: 032 2 508 308
www.facebook.com/PeugeotGeo

ასევე იხილეთ:
პეჟოს მარკის ყველა ავტომობილის პირველი დიაგნოსტიკა უფასოა!
Auto Bild


გაიცანით: ახალი Peugeot 3008

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად