როგორი სიტუაციაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით ლიტვაში?
როგორი სიტუაციაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით ლიტვაში?
08.12.2015
ინტერვიუ ლიტვური AUTO BILD-ის რედაქტორ ვიტოლდას მილიუსთან

საქართველოში 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. ვფიქრობთ, მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორი მდგომარეობაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით ევროპის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ლიტვა.

ჩვენ დავუკავშირდით ლიტვური AUTO BILD-ის გამომცემელსა და მთავარ რედაქტორს, ცნობილ რალისტს და გამოცდილ ავტომობილისტს ვიტოლდას მილიუსს, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა და ვთხოვეთ, აეხსნა, როგორი სიტუაციაა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით ლიტვაში.

Auto Bild
ვიტოლდას მილიუსს საქართველო ძალიან უყვარს და ხშირად ჩამოდის ხოლმე

აღმოჩნდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენისა და რეგისტრაციის სურვილი ლიტვაშიც ბევრს აქვს. საქმე იმაშია,
რომ უამრავი ლიტველი ბრიტანეთში ცხოვრობს, ბრიტანეთში კი მეორადი ავტომობილები საკმაოდ იაფია. ამიტომაც, ლიტვაშიც ბევრს აქვს იმის სურვილი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს - ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, დაბალი ფასია. როგორც ხედავთ, ლიტვაში არსებული სიტუაცია საკმაოდ ჰგავს საქართველოს რეალობას.

Auto Bild”ლიტვაში ყოველთვის აკრძალული იყო და პრინციპში, ახლაც შეუძლებელია მარჯვენასაჭიანი ავტომობილის რეგისტრაცია, - გვითხრა ინტერვიუში ვიტოლდას მილიუსმა, - ბრიტანეთში ბევრი ლიტველი ცხოვრობს, იქ მეორადი ავტომობილები გაცილებით იაფია, ვიდრე გერმანიაში და ამიტომ, ბევრი ლიტველი ჩამოიყვანდა ბრიტანეთიდან მეორად მარჯვენასაჭიანებს.”

”ლიტვაში დაიწყო
დისკუსიები იმის შესახებ, რომ აკრძალვა მოიხსნას. ჩვენ ძალიან სერიოზული დისკუსიები გვქონდა ამ თემაზე, რადგან პრინციპში, მიუღებელია, რომ ქვეყანა, სადაც მოძრაობა მარჯვნივ გვაქვს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაივსოს. და დიახაც არის იმის საშიშროება ჩვენთან, რომ ძალიან ბევრი მარჯვენასაჭიანი შემოვიდეს. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ტექ-დათვალიერება. ლიტვაში ავტომობილი რეგისტრაციას გადის მხოლოდ მას მერე, რაც გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას. ამრიგად, შეიქმნა ასეთი სიტუაცია: რეგისტრაციისას გეუბნებიან, რომ ჯერ უნდა გაიარო ტექ-დათვალიერება. მიდიხარ ტექ-დათვალიერებაზე და მარჯვენასაჭიანი ვერ გადის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არაა ზუსტად დადგენილი, კონკრეტულად რა უნდა მოთხოვონ მარჯვენასაჭიანს იმისათვის, რომ ტექ-დათვალიერება გაიაროს,” - აცხადებს ჩვენი ლიტველი კოლეგა.

როგორც ხედავთ, ლიტვაში საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა. ვიტოლდას მილიუსი აცხადებს, ლიტვა იქითკენ მიდის, რომ მარჯვენასაჭიანების რეგისტრაცია აკრძალული შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ მძღოლებს ისეთი მოთხოვნები დაუწესდებათ, რომ მარჯვენასაჭიანის შეძენა და რეგისტრაცია აღარ იქნება მათთვის მომგებიანიო.

”მაგალითად, მოთხოვნებში ჩაიწერება, რომ მარჯვენა მხარეს უნდა დაუყენონ სპეციალური კამერა, რომლითაც დაინახავენ და შეაფასებენ ვითარებას ტრასაზე გასწრებისას. აუცილებელი გახდება ფარების შეცვლა, რათა მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა არ დააბრმავოს შემხვედრი ავტომობილის მძღოლი. თუმცა, უახლესი ავტომობილების შემთხვევაში ფარები ავტომატურად არეგულირებენ განათებას და არ აბრმავებენ შემხვედრს, მაგრამ ასეთები მეორად ბაზარზე ჯერ არ არის, ან ძალიან ცოტაა და ძვირი ღირს. არსებობს გამჭვირვალე სტიკერებიც, რომლებსაც მაშუქზე დააკრავ და ასევე აღარ დააბრმავებს, რაც ფარის გამოცვლაზე გაცილებით იაფი გამოსავალია. ერთი სიტყვით, ლიტვაში უნდა მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რომ მარჯვენასაჭიანის რეგისტრაცია აკრძალული არ იყოს, მაგრამ მძღოლს არ უღირდეს და არ ერჩივნოს მარჯვენასაჭიანის შემოყვანა. მოდით, დავაკვირდეთ, სად ვხედავთ მარჯვენასაჭიანებს ხშირად: რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში - ისეთ ქვეყნებში, სადაც ხალხს არ აქვს ბევრი ფული, მაგრამ სიღარიბის გამო აბსურდამდე ხომ არ მივალთ?” - აცხადებს ვიტოლდას მილიუსი, თუმცა იქვე დასძენს:

”პირადად მე ხშირად ვმჯდარვარ მარჯვენასაჭიანზე არა მარტო ლიტვაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, საქართველოშიც და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს მარჯვენასაჭიანის მართვა, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, რალისტი ვარ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი მძღოლისთვის ეს მართლა არ არის პრობლემა, მაგრამ დამწყები და გამოუცდელი მძღოლისთვის კი ნამდვილად პრობლემაა. საქართველოს ტრასებზეც ხშირად მინახავს, როგორ ქმნიან მარჯვენასაჭიანები ავარიულ სიტუაციებს. თუმცა თქვენს გზებზე მინახავს ისეთი მარჯვენასაჭიანებიც, რომლებიც საკმაოდ გონივრულად და კარგად დადიან.”

საუბრის ბოლოს, ვიტოლდას მილიუსმა გვითხრა, რომ საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯები ევრო 4 სტანდარტის შემოღება და ტექ-დათვალიერების დაბრუნება უნდა იყოს...

Auto Bild
2008 წლის ომის შემდეგ ვიტოლდას მილიუსი თბილისში ლიტვიდან ამ 09-ით ჩამოვიდა და ასე გამოუცხადა საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს ეს ისტორია აუცილებლად ეხსომებათ

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად