ჩაიკა ერთი-ორი საათით...
ჩაიკა ერთი-ორი საათით...
22.06.2015
თბილისის ავტომუზეუმში უნიკალური ანტიკვარები დგას - თანაც, თითოეული ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია. მუზეუმი, რომელიც შემოდგომაზე, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიხსნა, ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს და, რაც ყველაზე საინტერესოა, სწორედ ავტომუზეუმის ქუჩაზე - უფრო კონკრეტულად, 7 ნომერში.

აბსოლუტურად თანამედროვ შოურუმი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, მართლაც ძალიან საინტერესო ავტომობილები, ისეთები, როგორებითაც ჩვენი მამები, პაპები და პაპის პაპები დადიოდნენ - თუ მუზეუმს ესტუმრებით, მანქანების დათვალიერების პროცესი იმდენად გაგიტაცებთ, რომ ისე დაგიღამდებათ, ვერც შეამჩნევთ.

გაზ 13 ”ჩაიკა”

”ჩაიკა” გაზ-13-ზე, ამ პრესტიჟულ სედანზე მუშაობა გორკის მანქანათმშენებელ ქარხანაში
1956 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოძველებული მოდელის, გაზ 12-ის წარმოებიდან ამოღება და მისი უფრო კომფორტული, თანამედროვე დიზაინის მოდელით შეცვლა გადაწყდა. ახალ მოდელს გაუმჯობესებული უნდა ჰქონოდა ყველა ძირითადი მაჩვენებელი - ტვირთგამწეობა, ეფექტური სამუხრუჭე სისტემა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
Auto Bild

დასახული მიზნის განხორციელება გორკის ავტომშენებბელმა ქარხანამ ჩაფიქრებული გაზ-13 ის უცხოური ანალოგის შესწავლით დაიწყო. ეს ანალოგი დიდებული ამერიკული სედანი, ”პაკარდ კარიბიენი” გახლდათ, რომლის ერთი ეგზემპლიარიც გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე, გორკის მანქანათმშენებელი ქარხნის სახელოსნოში შესასწავლად დააყენეს. კონვეირიდან გადმოსულმა პირველივე ”ჩაიკამ” კი, 1958 წელს, საკმაოდ პრესტიჟული, ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ”გრანპრი” დაიმსახურა.

მერე და მერე გამოვიდა ,,ჩაიკა’’ გაზ-13 ის მოდიფიცირებული რამდენიმე მოდელიც. ჯერ გაზ 13 ა, რომლის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მძღოლსა და მგზავრს შორის გამყოფი შუშა გახლდათ, შემდეგ კი გაზ-15ა - კაბრიოლეტი, რომლის რბილი სახურავიც ელექტრონულად იღებოდა და იხურებოდა, მძღოლის ნების მიხედვით.

Auto Bild

1961 წელს გორკის ავტოქარხანამ კიდევ უფრო მოდერნიზებული ,,ჩაიკა’’ გაზ 13ც გამოუშვა. ეს გახლდათ ოთხფარიანი ავტომანქანა რადიატორის განსხვავებული გრილით, ვამპერებით, უკეთესი ინტერიერით, მაგრამ სერიულ წარმოებაში ის მოდელი არ ჩაშვებულა.

თავისი ტექნიკური მონაცემებით გაზ-13 მართლაც აღემატებოდა მანამდე საბჭოთა კავშირის ქარხნებში წარმოებულ ყველა მსუბუქ ავტომანქანას და დღესაც იმსახურებს აღტაცებას.
Auto Bild

მოდელი

გაზ-13 ჩაიკა

გამოშვების წელი

1959-1981

მწარმოებელი

გორკის ავტომშენებელი ქარხანა

ტიპი

სედანი

წონა

2100კგ

ზომები

5526/2000/1620 მმ

ძრავი

8 ცილინდრი, 5526 სმ3

ტვირთამწეობა

500კგ

სიჩქარე

160კმ/სთ

გადაცემათა კოლოფი

3-საფეხურიანი ავტომატიკა

ავზის მოცულობა

80 ლიტრი

საწვავის ხარჯი

21 ლ /100 კმ-ზე

სიმძლავრე

195 ცხენის ძალა


თბილისის ავტომუზეუმში სიახლეა: ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნებისმიერი ანტიკვარული ავტომობილი სასურველი დროით დაიქირავოს. მაგალითად, ამ ”ჩაიკას” დაქირავება ერთი საათით 300 ლარი ღირს, ორი საათით - 450 ლარი, სამი საათით - 550 ლარი, ოთხი საათით - 600 ლარი, ხუთი საათით - 650 ლარი, ხოლო ექვსი საათით კი - 700 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ავტომუზეუმის ქუჩა 7 - ისანი-სამგორის რაიონი, შესახვევი ყოფილი კაიროს (ლორთქიფანიძის) ქუჩიდან.
ტელეფონი: +995 595 08 08 67; +995 597 05 75 70.
მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა 11:00-დან 17:00- საათამდე

იხილეთ ვიდეო: გაზ-13 ჩაიკა

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად