მევლუდ მელაძე მსოფლიოში ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან...
მევლუდ მელაძე მსოფლიოში ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან...
26.03.2015
მსოფლიო რბენის (Wings for Life) კეთილი ნების ელჩი მევლუდ მელაძე ფინიშის მანქანის საჭესთან დაჯდება და შეეცდება, ცდუნებას არ აყვეს და მთელი რბენის განმავლობაში ძალიან ნელა გადაადგილდეს. როგორც იცით, მსოფლიო რბენა ერთადერთია, სადაც ფინიში თავად მისდევს მორბენლებს და არავინ არ მირბის ფინიშისკენ - პირიქით, ყველა გაურბის მას.

Auto Bild

რა თქმა უნდა, ცნობილი ავტომრბოლელი სიჩქარეს არ გადააჭარბებს და წესების მიხედვით, ჯერ 15კმ/სთ-ით იმოძრავებს, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზრდის სიჩქარეს, მაგრამ 30კმ/სთ-ს არ გასცდება. აღსანიშნავია, რომ ფინიშ-მანქანის მზღვეველია სადაზღვეო კომპანია "კოპენბური". სხვათშორის, დიდ ბრიტანეთში ფინიშის მანქანის
მძღოლი ფორმულა 1-ის ლეგენდა დევიდ კულთარდი იქნება, ხოლო რუმინეთში - ფელიქს ბაუმჰარდტერი, ავსტრიელი ექსტრემალი, რომელიც სტრატოსფეროდან გადმოხტა.

- მევლუდ, თქვენთვის ალბათ ძალიან რთული იქნება მანქანით ასე ნელა მოძრაობა. დაუფიქრებლად დათანხმდით ამ შემოთავაზებაზე?

მევლუდ მელაძე
: როგორც კი, მითხრეს რომ საჭესთან უნდა დავჯდე დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ჩემთვის საჭესთან ჯდომა მთავარი სიამოვნებაა, მაგრამ მერე გავიგე სიჩქარის შესახებ და მივხვდი, რომ შარში ვარ... ჩემთვის ეს ყველაზე რთული გამოცდა იქნება და ყველაზე კარგი ვარჯიში ჩემი ნერვული სისტემისთვის. კარგია, რომ ავტომობილი GPS სისტემითაა აღჭურვილი და არ მომცემს დარღვევის უფლებას. შესაბამისად, ჩვენ
მორბენლებსაც გამარჯვების შანსი ექნებათ.

Auto Bild

- გული ხომ არ გწყდებათ, რომ არ დარბიხართ?
Auto Bild
მევლუდ მელაძე: სანამ გავიგებდი, რომ საჭესთან მომიწევდა ჯდომა, აქტიურად დავიწყე ვარჯიში სირბილში ჩვენ ავტოდრომზე. როგორც იცით, ავტოდრომი 4100 მეტრია და იდეალურია სავარჯიშოდ. სერიოზული ამბიცია მქონდა, რომ წინა რიგებში ვყოფილიყავი. ამიტომ, ცოტა გული მწყდება. მაგრამ საჭესთან ჯდომა იოლად უმკურნალებს ჩემს გულის წყვეტას.

- რა არის თქვენთვის მსოფლიო რბენა? რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ჩართულობა ამ ღონისძიებაში?

მევლუდ მელაძე: ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია გლობალურ ერთობას, ერთი იდეით გაერთიანებულ ადამიანების ჯგუფს, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ერთ დღეს ნახევარი პლანეტა ერთი და იგივეს, ერთი საქმისთვის აკეთებს. ამ მარათონმა უკვე ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და კიდევ ბევრს შეცვლის. ამიტომ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სირბილს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია.

- როგორ ფიქრობთ, მერამდენე კილომეტრზე დაიჭერთ უკანასკნელ დარჩენილ მორბენალს?

მევლუდ მელაძე: რთული სათქმელია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. წელს მორბენლები გაცილებით უკეთ არიან მომზადებული და განწყობაც უფრო სპორტულია. ვნახოთ, რა იქნება...

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად