რა მანქანა ვიყიდოთ: VW Touareg
რა მანქანა ვიყიდოთ: VW Touareg
29.10.2014
Volkswagen Touareg-ის პირველი თაობა, რომელიც 2002-2005 წლებში იწარმოებოდა, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ავტომობილია. SUV-კლასის მეორადი ავტომობილი, რომელიც თავისი კომპლექტაციიდან გამომდინარე ძვირი ნამდვილად არ ღირს, ნამდვილად ღირებული შენაძენი იქნებოდა. ავტომობილი პირველ რიგში ყურადღებას იქცევს თავისი დახვეწილი გარეგნობით. ასევე მის ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს კომფორტი როგორც სალონში, ასევე სვლის დროს. ავტომობილი გამძლეობით დიდად არ გამოირჩევა, ასე რომ ყურადღების მიქცევა და მოფრთხილება აუცილებლად სჭირდება.

მფლობელები ძირითადად 4.2-ლიტრიან ბენზინის და 5.0-ლიტრიან დიზელის ძრავებს გვირჩევენ. რაც შეეხება პრობლემებს, ყველაზე ხშირად დაკიდების სისტემას (ავტომობილი ე.წ. ,,ბალიშებზეა“), ელექტროობას და
ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უჩივიან.

Touareg-ის სერვისი იაფი ნამდვილად არ არის. მიუხედავად პოპულარობისა, ხშირ შემთხვევაში ხელოსანი არცთუ მისაღებ თანხას ითხოვს. რაც შეეხება ნაწილებს: აქაც იგივე პრობლემაა - ყველაფრის შოვნა შეიძლება, მაგრამ ძირითადად ძვირია.

რომ შევაჯამოთ, ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც შეუძლია ავტომობილის მოფრთხილება, დიდად საწვავის ხარჯზეც არ წუწუნებს და SUV-კლასის კომფორტული ავტომობილის შეძენა უნდა.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად