რა მანქანა ვიყიდოთ: Nissan X-terra (WD22)
რა მანქანა ვიყიდოთ: Nissan X-terra (WD22)
20.10.2014
Nissan X-terra (WD22) , რომელიც 2000-2004 წლებში იწარმოებოდა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველგანმავალია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ყველგანმავალი 8 000 $ ფარგლებში და არ აქვს პრეტენზია გამორჩეულ კომფორტზე, X-terra შესანიშნავი არჩევანია. უხეში გარეგნობა საიმედოობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომობილის ძირითად ღირსებად მისი მფლობელები გამავლობას და გამძლეობას ასახელებენ. პრინციპში, ყველგანმავალს ამაზე მეტი არც უნდა მოეთხოვებოდეს.

სალონი ისეთია, როგორიც უგზოობის მოყვარულ ადამიანებს სჭირდებათ: არცთუ ისე კომფორტული, უგზოობაზე სვლისთვის საჭირო მაღალი სავარძლებით და უბრალო დეტალებით. ავტომობილის საბარგული არ არის გათვლილი დიდი რაოდენობის ტვირთის გადასაზიდად.
რეალურად, X-terra მუშა, უპრობლემო გადაადგილების საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყველანაირი გზის დაძლევა შეუძლია.

მფლობელები 3.3-ლიტრიან ბენზინის ძრავას გვირჩევენ. მექანიკური გადაცემათა კოლოფი უფრო ეკონომიურია და უგზოობის დროს, ავტომობილის უფრო კარგად ფლობის საშუალებას გვაძლევს. ძირითად პრობლემად მფლობელები დაკიდების სისტემას (რესორები) და ძრავის არაეკონომიურობას ასახელებენ.

X-terras სერვისი იაფი ნამდვილად არ არის. ხელოსნის მოძიება შეიძლება, თუმცა სანამ ავტომობილს ჩავაბარებთ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კარგი სპეციალისტია. ნაწილებს რაც შეეხება: შოვნის პრობლემა არ არის, თუმცა მფლობელების თქმით, ძირითადად ძვირია. ამ ნაკლს ავტომობილი თავისი ხარისხით ფარავს - X-terra-ს გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა.

მოკლედ,
ნისანის ყველგანმავალი იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც ხშირად უწევს უგზოობაზე სიარული და ავტომობილისგან კარგ გამავლობას და გამძლეობას ითხოვს. თავისი ფასით და ხარისხით X-terra ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად