რა მანქანა ვიყიდოთ: VW Golf 4
რა მანქანა ვიყიდოთ: VW Golf 4
17.10.2014
Volkswagen Golf (Golf 4), რომელიც 1997-2005 წლებში იწარმოებოდა, ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი გსურთ შეიძინოთ მეორადი და იაფი, კომპაქტური კლასის ავტომობილი, ეს ჰეჩბექი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ავტომობილზე ლამაზი ნამდვილად არ ითქმის, მაგრამ საკმაოდ კარგი შესახედაობა აქვს. თუმცა „გოლფის“ ძირითადი ღირსება მფლობელებისთვის, მისი გამძლეობა და პარქტიკულობაა. ხარისხიანი და პოლიტკორექტული ავტომობილი, რომელიც ხმარების დროსაც ეკონომიურია და არც გაუმართაობებით აგატკიებთ თავს - აი, ასე ახასიათებს ძალიან ბევრი ადამიანი მეოთხე თაობის „გოლფს“.

ავტომობილის სალონი ტევადი ნამდვილად არ არის, მაგრამ ინტერიერის დეტალები ხარისხიანია. მანქანა
არც გზაზე კომფორტული სვლით გამოირჩევა. ეს მანქანა უფრო იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს მუშა, უპრობლემო გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.

მფლობელები ძირითადად 1.6 ; 1,8 და 2.0 ბენზინის ძრავებს და 1.9 დიზელის ძრავებს გვირჩევენ. რაც შეეხება პრობლემებს, ყველაზე ხშირად დაკიდების სისტემას და ავტომატური გადაცემის კოლოფს უჩივიან.

მეოთხე თაობის „გოლფის“ სერვისი საკმაოდ იაფია. ძალიან ბევრი ხელოსანია, ვინც ამ ავტომობილზე მუშაბს და არსებობს ავტორიზირებული სერვის-ცენტრი, სადაც ნებისმიერი დაზიანების შეკეთება შეიძლება. ნაწილებიც ძირითადად იაფია და შოვნაც პრობლემას არ წარმოადგენს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ავტომობილი განკუთვნილია პრაქტიკული ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ
დიდი ყურადღება დაუთმონ ავტომობილს და მისგან მხოლოდ ერთი პუნქტიდან მეორეში მიყვანას მოითხოვენ.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად