რა მანქანა ვიყიდოთ: BMW-ს მე-5 სერია (E39)
რა მანქანა ვიყიდოთ: BMW-ს მე-5 სერია (E39)
15.10.2014
მეხუთე სერიის BMW (E39), იწარმოებოდა 1996-2003 წლებში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია საქართველოში. საკმაოდ ლამაზი დიზაინით და გერმანული ხარისხით, ეს ავტომობილი მშვენიერი გადაწყვეტილებაა, თუკი მეორადი სედანის იაფად შეძენა გინდათ. მყუდრო, საკმაოდ მოცულობითი სალონი, კომფორტული სვლა და ეფექტური გარეგნობა, მანქანის ძირითადი ღირსებებია. ამ მოდელის მფლობელები გვირჩევენ 3.0; 2.8 ბენზინის და 3.0; 2.5 დიზელის ძრავებს. დიდი მოცულობის ძრავიანი(4.0; 4.4) მოდელები კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ თავისი აჩქარების უნარით და მანევრულობით.

თავისთავად არსებობს დაზიანებები, რომელიც დამახასიათებელია ამ მოდელისთვის. ავტომობილის მფლობელები ძირითადად სავალი ნაწილის სისუსტეს, გაგრილების
სისტემას, საჭის ჰიდროგამანაწილებელს და ელექტროობის პრობლემებს ახსენებენ.
თუმცა ამ თაობის მეხუთე სერიის სერვისი საკმაოდ იაფია. ხელოსნებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეორადი ნაწილების შოვნაც ადვილია. ძირითადად, მეორადი და ახალი ნაწილების ფასებიც კი ხელმისაწვდომია.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი გსურთ შეიძინოთ მეორადი სედანი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და არ იქნება მხოლოდ გადაადგილების საშუალება, მაშინ ამ თაობის მეხუთე სერია ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად