მომავალი წლიდან შესაძლოა, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალოს
მომავალი წლიდან შესაძლოა, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალოს
08.03.2023
საქართველოში ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტი დაინერგება, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასული კვირის მიწურულს იმსჯელეს.

შედეგად კი, 2024 წლიდან ქვეყანაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის,“- ნათქვამი იყო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრასა“ და
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა ისაუბრა. მისივე თქმით, კლიმატზე ზრუნვა სწორია, თუმცა არ იქნება მართებული თუ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მხოლოდ მისი წლოვანებით განისაზღვრება.

„ვთანხმდებით, რომ ავტოპარკი ნამდვილად გასაახლებელია, მაგრამ ეს პრობლემა ასე არ მოგვარდება, პირიქით ზიანი მიადგება არა მარტო სექტორს და ავტოიმპორტიორებს, არამედ მოსახლეობასაც. ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო მოიმატებს ავტომობილის და ასევე, მეორადი ავტონაწილის ფასები.

ამასთან, როდესაც გარემოზე ზრუნვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს უფრო ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე, იქნება ეს კატალიზატორის პრობლემა, საპოხი მასალებისა თუ საწვავის დაბალი ხარისხი და ა.შ.,“- აღნიშნა დარბაისელმა.

ავტორი:თაია არდოტელი

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად