საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე ძველია
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე ძველია
02.08.2022
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე ძველია - ასეთია 2021 წლის მაჩვენებელი, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 1 477 293 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან, მსუბუქი ავტომობილი იყო 1 254 851 ერთეული, 107 983 - სატვირთო, 54 684 იყო სამგზავრო (ავტობუსი ან მიკროავტობუსი) და 59 775 ერთეული კი სპეციალური დანიშნულების.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 1 229 200 იყო 10 წელზე მეტი ასაკის, ანუ 83,2%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 5-დან 10 წლამდე ასაკის მანქანა არის 186,4
ათასზე მეტი, 33 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება 2-დან 5 წლამდე ასაკისაა, 22,1 ათასი კი 2 წლის ან ნაკლები ასაკის. ამასთამ საქსტატის ცნობით, 7 ატასი ავტომანქანის ასაკი უცნობია.

საქსტატის ცნობითვე, მსუბუქი ავტომობილების ყველაზე დიდი ნაწილი რეგისტრირებულია დედაქალაქში. კერძოდ, თბილისში სულ მოძრაობს 448,8 ათასი მანქანა, მეორე ადგილზეა იმერეთი - 175,2 ათასი მსუბუქი ავტომობილი, სამეულში შედის ქვემო ქართლი - 125,3 ათასი მსუბუქი ავტომობილით. ყველაზე მცირე რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია რეგისტრირებული, სულ 8,5 ათასი ერთეული.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად