5 რამ, რასაც ყველაზე იშვიათად უცვლით მანქანას, მაგრამ საჭიროა
5 რამ, რასაც ყველაზე იშვიათად უცვლით მანქანას, მაგრამ საჭიროა
02.07.2021
თუ თქვენ ავტომფლობელი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ გარკვეული პერიოდულობით უნდა შეცვალოთ ძრავის ზეთი, მოგიწევთ ახალი აკუმულატორის ყიდვა და საბურავების შეცვლა, მაგრამ არსებობს ისეთი ნაწილები თუ აქსესუარებიც, რომელთა შეცვლაც მანქანის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. დღეს გადავწყვიტეთ, სწორედ ამ საკითხზე ვისაუბროთ. „თეგეტა მოტორსს“ მივმართეთ კითხვით, თუ რა არის ის ნაწილები, რომელსაც ყველაზე იშვიათად უცვლიან მანქანას, მაგრამ რეალურად მათი გამოცვლა ძალიან საჭიროა. ჩამონათვალი კი ასეთია: ჰაერის ფილტრი, ძრავის ჰაერის ფილტრი, ანტიფრიზი, მინის საწმენდის რეზინები

სალონის  ჰაერის ფილტრი


სალონის ფილტრი ავტომობილის სალონში სუფთა ჰაერის შესვლას ემსახურება. ზაფხულის დადგომამდე, ვიდრე კონდიციონერის აქტიურ გამოყენებას დაიწყებთ, აუცილებელია, რომ სალონის ფილტრი შეცვალოთ. კონდიციონერში დაბინძურებული ჰაერი გადის, რომელსაც სალონში გამოსვლამდე ფილტრი წმენდს რომელზეც საკმაო რაოდენობით მტვერი და ჭუჭყის მცირე ნაწილაკები გროვდება. თუ ფილტრს პერიოდულად არ შეცვლით, მაშინ სალონში დაბინძურებული ჰაერი შემოვა და ზოგადად შემომავალი ჰაერის ნაკადიც შემცირდება.

ძრავის ჰაერის ფილტრი

ძრავის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია რომ ჰაერიცა და საწვავიც შეუფერხებლად და საჭირო რაოდენობით მიეწოდებოდეს. თუ ჰაერის ფილტრი დაბინძურდება და სუფთა ჰაერს საჭირო რაოდენობით ვეღარ გაატარებს, არსებობს ძრავის დაზიანების მაღალი
რისკი.  გარდა ამისა, თუ ძრავს აღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ჰაერი, ხდება საწვავის არათანაბარი წვა, რის გამოც იმატებს ავტომობილის საწვავის ხარჯიც.

საწვავის ფილტრი

ჰაერის ფილტრის ანალოგიურად გარკვეული პერიოდულობით საწვავის ფილტრსაც სჭირდება შეცვლა. შეცვლის სიხშირე დამოკიდებულია საწვავის ხარისხზე, რომელსაც ავტომობილში ასხამთ . თუ  საწვავის ფილტრი დიდი დოზით დაბინძურდება მაშინ საწვავის მიწოდება შეფერხდება და მანქანა შეიძლება ჩაგიქრეთ კიდეც.

მინის საწმენდები

მინის საწმენდების გამოყენება გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურად ხდება. ზაფხულსა და ზამთარში კი ძალიან იშვიათად და შესაბამისად, არც სველდება. ამას ემატება ისიც, რომ ზამთრის სიცივეებისა და ზაფხულის სიცხეების გამო რეზინები შრება და ხმება კიდეც. შესაბამისად, როცა საჭირო ხდება, მინის მწმენდები გამართულად ვეღარ მუშაობს და მინას აღარ წმენდს. მათი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა ყოველ გაზაფხულსა და შემოდომაზეა საჭირო.

მინის საწმენდების რეზინებს გამოშრობისა და გახმობისგან ზამთარში ყინვა მედეგი სითხე იცავს, რომელიც ზეთოვანი სითხეა. აუცილებელია, რომ ზამთარში ავზში ჩაასხათ წყლისა და ყინვა მედეგი სითხის ნაზავი, ზაფხულში კი – წყალი და სპეციალური სითხე. შედეგად უკეთ გაიწმინდება მინა და გამწმენდის რეზინებიც არ გაფუჭდება მალე.

ანტიფრიზი

ბევრს ჰგონია, რომ ანტიფრიზი მხოლოდ ზამთარში სჭირდება მანქანას. რეალურად, მას მხოლოდ წყლის გაყინვისგან დაცვის ფუნქცია არ აქვს. ანტიფრიზი არის ზეთოვანი სითხე, რომელიც გარდა იმისა რომ წყლის გაყინვას უშლის ხელს, მოძრაობის დროს მილების შეპოხვას უზრუნველყოფს. თუ ანტიფრიზმა სიძველის გამო ზეთოვანი კონსისტენცია დაკარგა, ის გამავალ გზებს ვეღარ შეპოხავს. შესაბამისად, მილები გამოშრება და გახმება. ასევე, წყლისგან განსხვავებით, ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა შედარებით მაღალია რაც კიდეც ერთი უპირატესობაა.  დროთა განმავლობაში, ანტიფრიზი კარგავს თვისებებს და საჭიროა პერიოდული შემოწმება და შეცვლა. ანტიფრიზის გამოუყენებლობის ან შეუცვლელობის გამო საკმაოდ ძვირადღირებული სერვისები შეიძლება დაგჭირდეთ.

თქვენი ავტომობილის თითოეული ამ დეტალით უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთან ნამდვილად არაა დაკავშირებული და არც ბევრ დროს წაგართმევთ. ხოლო თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევთ, საბოლოოდ შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენოთ მანქანას და ძვირადღირებული სერვისებიც დაგჭირდეთ.

R


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად