როგორ გავხადოთ მანქანის მოვლა ძალიან მარტივი
როგორ გავხადოთ მანქანის მოვლა ძალიან მარტივი
30.12.2019
დღევანდელ სამყაროში მანქანა კომფორტულად ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა მისი მოვლა და გამართულად ყოლა ნამდვილად დიდი პრობლემაა. ცუდი გზები, უხარისხო საწვავი, ხარისხიანი ნაწილის და პროფესიონალი ხელოსნის შოვნის სირთულე - ეს ყველაფერი მანქანის ყოლის კომფორტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დღეს, როცა ადამიანს ისედაც გადატვირთული რეჟიმი და უამრავი საზრუნავი აქვს, მანქანაზე ზრუნვა მისთვის დამატებითი რუტინა ხდება.

საფიქრალი კი ნამდვილად ბევრია:

გამართული ავტოსერვისცენტრის დეფიციტი

საქართველოში რთულია ისეთი სერვისცენტრის მოძებნა, სა
დაც მანქანას მიიყვან და ყველა პროფილის ხელოსანი დაგხვდება, ერთ სივრცეში შეძლებ სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებას და ამისთვის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიარული არ მოგიწევს. თუმცა კიდევ უარესი შეიძლება მოხდეს ის, რომ მთელი ქალაქის შემოვლა მოგიწიოს და შენს პრობლემას ყურადღებით მაინც არავინ მოექცეს. მრავალპროფილური ავტოსერვისის არარსებობის პარალელურად, კიდევ ერთი პრობლემაა სახელოსნოების მოუწესრიგებლობა. ძალიან რთულია იპოვო ავტოსერვისცენტრი, სადაც მანქანას ხელოსანს ჩააბარებ და შენ მშვიდად დაელოდები მის შეკეთებას.

დიაგნოზის სწორად დასმის სირთულე

თუ შეძელი და შენთვის მისაღებ ავტოსახელოსნოს მიაგენი, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. პრობლემურია, მოძებნო ხელოსანი, რომელიც მანქანის პირველივე დათვალიერებაზე მიხვდება, რა სჭირს მას. ხშირია შემთხვევა, როცა ხელოსანი ავტომფლობელს გარკვეული ნაწილის მიტანას სთხოვს,
თუმცა წინასწარ აფრთხილებს, რომ დარწმუნებული არ არის, ამით პრობლემა მოგვარდება თუ არა. ნაცნობი სიტუაციაა, არა?

რიგები ავტოსერვისცენტრებში

მანქანა გაგიფუჭდა და მისი შეკეთება კვირა დღეს გადაწყვიტე? შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. პროფილაქტიკების უმეტესობა კვირა დღეს ისვენებს. სხვა გზა არაა - პრობლემა სამუშაო დღეს უნდა მოაგვარო, სამსახურის ხარჯზე. თუმცა, როგორც იცი, ეს არაა მარტივი, რადგან რთულია იპოვო ავტოსერვისცენტრი და ხელოსანი, რომელიც თავისუფალი იქნება, ერთი საათის საქმეს რეალურად ერთ საათში გააკეთებს და მეორე დღის ბოლოს არ დაგიბარებს მანქანის წასაყვანად. თუმცა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ მეორე დღეს მისულსაც არ დაგხვდება მანქანა შეკეთებული.

Auto Bild

მეორადი ავტონაწილები და მათი ხარისხი

თუ კარგი პროფილაქტიკა და თავისუფალი ხელოსანი უკვე ნახე, სწორი დაიგნოზიც დასმულია, ესეიგი პრობლემის პირველი ნაწილი დაძლეულია. თუმცა, კიდევ ერთი დიდი სირთულე გელის წინ. დიდი ალბათობით მეორადი ნაწილის ყიდვა მოგიწევს. მეორად ბაზრობაზე საჭირო ავტონაწილის შოვნა კი ადვილი საქმე არ გეგონოს. ავტონაწილების მაღაზიები ქალაქის სხვადასხვა მხარესაა და შეიძლება სიარულში მთელი დღეც კი დაკარგო.

სავალდებულო პერიოდული პროცედურები

ძრავის ზეთის გამოცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის გამოცვლა, ხუნდების შეცვლა - ეს და კიდევ არაერთი პროცედურა მანქანას რეგულარულად სჭირდება და არც ამას მიაქვს ცოტა დრო. აღნიშნულის გასაკეთებლადაც უმეტესად სამუშაო საათების გამოყენება, რიგში დგომა და დამატებითი დროისა და ენერგიის დახარჯვა გიწევს.

ამ რუტინას საბოლოოდ იმ შედეგამდე მივყავართ, რომ ხშირად მანქანას იმის მიხედვით არჩევენ, თუ რამდენად ადვილია ამ კონკრეტული მოდელის მოვლა. ელიავაზე ხშირად სიარული თავიდან რომ აიცილონ, მათთვის საოცნებო მოდელზე უარის თქმაც კი უწევთ ხოლმე.

რეალურად კი 21-ე საუკუნეში, როცა განვითარება ყველა მიმართულებით პიკს აღწევს, ეს ყველაფერი ადამიანს საოცნებო ავტომობილის შეძენაში ხელს აღარ უნდა უშლიდეს. ინოვაციური სტარტაპები ყველა მიმართულებით გვხვდება და ცოტა ხნის წინ ასეთი საავტომობილო სფეროშიც გამოჩნდა. ეს არის ავტომობილის მოვლის პლატფორმა CARU, რომელმაც მთლიანად შეცვალა ავტოსერვისი -  15 წუთამდე შეამცირა ავტომობილის შეკეთებისთვის საჭირო დრო და, ზოგ შემთხვევაში, 70%-მდე დაწია მანქანის შეკეთების ხარჯი. CARU -ს გამოყენება ძალიან ადვილია - მარტივი რეგისტრაციის შემდეგ caru.ge -ზე, გაკითხვს ავტოასისტენტი, ვინც:

წაიყვანს ავტომობილს,
მიიყვანს შესამოწმებლად,
გაარკვევს რა პრობლემა აქვს მას, რა ღირს ნაწილები და შეკეთება,
შეათანხმებს აღნიშნულს ავტომფლობელთან,
სურვილის შემთხვევაში გააკეთებს ყველაფერს და იმავე დღეს დააბრუნებს მანქანას.

გარდა იმისა, რომ CARU დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება ავტომფლობელს, ის ოპტიმალურ ფასად შეკეთების შესაძლებლობასაც იძლევა. CARU არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ ავტოსერვისის წერტილზე. ავტოასისტენტი საუკეთესო ფასს არკვევს და სწორედ მასთან მიდის კონკრეტული ავტომობილის შესაკეთებლად. ავტოასისტენტმა, ხშირ შემთხვევაში იცის ის, რაც არ იცის ავტომფლობელმა - როგორ შეიძლება „კუთხეების მოჭრა“ და საუკეთესო ვარიანტის გამოძებნა. ასევე იცის სად ნახოს კონკრეტულად თქვენი პრობლემის საუკეთესო ხელოსანი. მანქანის მოვლა ასე ადვილი არასოდეს ყოფილა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: caru.ge

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად