საცობში გაჭედილი დედამიწა
საცობში გაჭედილი დედამიწა
26.05.2019
აკეთებენ, თუ გააკეთეს უკვე…

ამასწინათ, ერთ-ერთი გავლენიანი ინგლისური გაზეთის საიტზე ვნახე, საავტომობილო ამბების განყოფილებაში: კაცი სადღაც შოსეზე მიდიოდა თავისი მანქანით. გზა იყო კარგად დაგებული, მაგრამ მეორეხარისხოვანი. ასე ვთქვათ, კაცი თავისი მანქანით სადღაც ტყეში მიდიოდა და უცებ ქალაქიდან დედამ დაურეკა. ჰოდა, ეს კაცი წინ გაიწია, დაახლოებით იქ, სადაც ჩვენს ავტომობილებში ღუმელი, რადიო და ასეთი რაღაცებია, ღილაკს თუ ტუმბლერს მიაჭირა ხელი. იქით, ქალაქში, სავარძლიდან ადგომის გარეშე დედამ თავზე მასიური სათვალე გაიკეთა — აკვალანგისტისას ჰგავდა — მერე, მანაც რაღაც ჩართო და ოპს! დედიკო
შვილის მანქანაში აღმოჩნდა. 3D!

ცხადია, ვითომ-ვითომ აღმოჩნდა, ოღონდ, ვიზუალურად ზუსტად იქ იყო, სადაც მისი შვილი. და გააბა დედა-შვილმა საუბარი.

ეს სარეკლამო რგოლი კარგად მიგვითითებს, სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ, ჩვენი ჯართობას მიღწეული მანქანებით, მაგრამ… მეორე მხრივ, მე თუ მკითხავთ, სადაც ისინი არიან, იქ ვართ ჩვენც: საცობში!

რა მნიშვნელობა აქვს, საცობში ვირტუალურ დედასთან ერთად გაიჭედები, თუ აქეთ-იქით ყურებაში მოკლავ დროს. დედაც რა, ცოტა ხანი დაგელაპარაკება და მოიხსნის მერე იმ სათვალეს, აკვალანგისტისას რომ ჰგავს. ან სერიალი დაიწყება ტელევიზორში, ან რამე. აბა, შენთან ერთად ხომ არ
დარჩება და გინებას ხომ არ დაიწყებს, "ეს მიცუბიში რას შვრება, ამის…" და "ის ტოიოტა რა გამოქლიავებულია, იმის…"

ერთი სიტყვით, ვაუმჯობესებთ ადამიანები ავტომობილებს, სისწრაფეს ვზრდით, გარემოს დაბინძურებას ვამცირებთ (ალბათ), ვირტუალურ დედებს ველაპარაკებით, ათას ელექტროსასწაულს ვიგონებთ, მაგრამ საცობში მყარად ვდგავართ. თან ყველგან, ნიუ იორკში, ტოკიოში, მეხიკოში, კაიროში, გმირთა მოედანზე…

პროგნოზი როგორია, იცით? 50 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქალაქებში იცხოვრებსო. აბა, სოფელში ვის რა დარჩენია. მოსავალს ერთი ფერმერი და თანამედროვე ტექნოლოგიები მოიყვანენ. "გიდელი, ჰა გიდელი" კი აღარ იქნება.

ჰოდა, მერე ნახეთ თქვენ საცობები.

ამბობენ, ერთადერთი გამოსავალი საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაა, ხალხმა თავისი ავტომობილები შინ რომ დატოვოს და საჯაროდ იმგზავროსო, მაგრამ რა ვიცი, აბა… ჯერჯერობით დიდად არ მხიბლავს ვიღაცის იღლიაში მგზავრობის პერსპექტივა.

ალბათ, ლონდონელებს და ნიუ იორკელებსაც არ ხიბლავთ. თავიანთ ავტომობილებში ჯდომა და გინება ურჩევნიათ.

ნუ, თუ კერძო ტრანსპორტი საერთოდ გაქრება და რაღაც ალტერნატიული ცხოვრება დადგება, მაშინ არ ვიცი. მაგალითად, მხლოდ იაფი ტაქსი გამოძახებით. სულაც კომპიუტერით მართული. ანდა, ადრე რომ ვწერდით ის: იღვიძებ დილით, მობილურის აპლიკაციით შეგყავს შენთვის სასურველი მარშრუტი, დანიშნულების ადგილზე მისვლის დრო და მოგდის პასუხი, რომ შატლი, რომლის მარშრუტიც კომპიუტერში ანალოგიური შეკვეთების მიხედვით დგება, შენს სახლთან ამ საათზე და ამ წუთზე იქნება.

ეს ჩემი მოგონებული არ გეგონოთ, ასეთ რამეზე თურმე სადღაც-სადღაც მუშაობენ უკვე.

და ასეთი ალტერნატიული საჯარო ტრანსპორტის პირობებში პარკინგის პრობლემაც უფრო მოგვარდება, რადგან, სავარაუდოდ, კერძო ავტომობილების რაოდენობა მართლა შემცირდება. მანამდე კი, ერთმა ნიუ იორკში მცხოვრებმა ძმაკაცმა მითხრა, საღამოს სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ახლო მახლო ქუჩებს ორ წრეს მაინც ვუვლი, თავისუფალი ადგილი რომ ვიპოვნოო.

ამბობენ, დილით სამსახურთან მეტროს ორ გჩერებაში თუ იპოვნე ადგილი, გაგმართლებიაო. არ ვიცი, მე ნამყოფიც კი არ ვარ.

ილია ბაბუნაშვილი

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად