ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში
ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში
01.04.2019
სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა 90-იან წლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­დაც ფრა­ზა - „ერთი კა­ციც და გავ­დი­ვართ“, აღა­რა­ვის უკ­ვირს. ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მათი თვით­ნე­ბუ­რი, ქა­ო­სუ­რი გან­რი­გი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­საც­დე­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხე­ბის არარ­სე­ბო­ბა - იმ პრობ­ლე­მე­ბის მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­ზეც მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­უბ­რობს. თუმ­ცა, აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ დის­კომ­ფორ­ტს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან მივ­ყა­ვართ, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

Auto Bild

მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მით ზუგ­დი­დამ­დე, ან თუნ­დაც, ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბა არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, არა­მედ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი ვი­თა­რე­ბაა. შე­და­რე­ბით მოკ­ლე მან­ძილ­ზე ფეხ­ზე მდგო­მი მგზავ­რე­ბის
გა­დაყ­ვა­ნა კი, უკვე კარ­გად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 140-მდე ავ­ტო­სად­გუ­რია, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს სა­ერ­თოდ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამის შე­სა­ხებ არა­ერთ კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი შიდა გზე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და ანტრი­სა­ნი­ტა­რია ავ­ტო­სად­გო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბის უც­ვლე­ლი რე­ა­ლო­ბაა.

Auto Bild

მგზავ­რის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მაბ­ნე­ვე­ლი იქ არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სია, რო­მელ­საც ურ­თი­ერ­თკონ­კუ­რენ­ცი­ა­ში მყო­ფი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი ქმნი­ან. ამას ემა­ტე­ბა ტაქ­სე­ბი­სა და ე.წ მი­ნი­ვე­ნე­ბის მძღო­ლე­ბის მიერ მგზავ­რე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით გა­ჩა­ღე­ბუ­ლი „ბრძო­ლაც“. ისი­ნი მგზავ­რებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ფას­ში წაყ­ვა­ნას სთა­ვა­ზო­ბენ, რაც ერთი შე­ხედ­ვით საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა. ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მის ნაც­ვლად ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვარ­ძელ­ში, კომ­ფორ­ტულ მგზავ­რო­ბა­ზე უარს არა­ვინ ამ­ბობს. თუმ­ცა, ვის
ჯი­ბე­ში მი­დის მგზავ­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­დახ­დი­ლი თან­ხა და ვინ არის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? - ამ დრომ­დე უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბად რჩე­ბა.

რო­გორც გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ბობს, მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ძი­რი­თა­დად მძღო­ლებ­თან, ავ­ტო­სად­გუ­რის სა­ლა­როს გვერ­დის ავ­ლით უწევთ. შე­სა­ბა­მი­სად, ტა­რი­ფის თვით­ნე­ბუ­რი ზრდა, რა­საც მძღო­ლე­ბი არ­გუ­მენ­ტით - „საწ­ვა­ვის ფასი გა­ი­ზარ­და“ ამ­ყა­რე­ბენ, არცთუ იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა. ამის გა­მომ­წვევ რე­ა­ლურ მი­ზე­ზებს კი არა­ვინ კი­თხუ­ლობს.

„და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­წევს მგზავ­რო­ბა და ძი­რი­თა­დად ფულს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ვუხ­დი. არ არის მო­თხოვ­ნა, რომ სა­ლა­რო­ში შე­ვი­ძი­ნო. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სიც ხში­რად იც­ვლე­ბა, გა­აჩ­ნია რა მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა დი­კომ­ფორ­ტს, საკ­მა­ოდ ძვე­ლი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს, რო­მე­ლიც, რო­გორც ვიცი, მგზავ­რე­ბისთვის გან­კუთ­ვნი­ლი სუ­ლაც არ არის და მას სატ­ვირ­თო ფუნ­ქცია აქვს. სკა­მე­ბი იმ­დე­ნად ვიწ­რო­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლად ჯდო­მა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის. მძღო­ლე­ბი მარ­შუტ­კა­ში ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას მეტ-ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა ვერ ვი­ტყო­დი, რომ სი­სუფ­თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ტრან­სპორ­ტის სიძ­ვე­ლის გამო, მტვე­რი და ან­ტი­სა­ნი­ტა­რია მა­ინც გამ­ჯდა­რია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი რა მო­სა­ტა­ნია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, რო­მელ­საც არა­ვინ იცავს. სა­ში­ნე­ლე­ბაა, ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მით ან ფეხ­ზე დგო­მით მგზავ­რო­ბა. ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, სა­ერ­თოდ და­უც­ვე­ლი ხარ“,- ამ­ბობს ერთ-ერთი მგზავ­რი, მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე.

Auto Bild

სრუ­ლი­ად მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია ბა­თუ­მის ძვე­ლი ავ­ტო­სად­გუ­რიც, სა­დაც გარ­და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ი­სა, საფრ­თხეს შე­ნო­ბის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი გვიყ­ვე­ბა, სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოა მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რიც, რად­გან „ყვე­ლა მძღოლს სა­კუ­თა­რი ტა­რი­ფი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი“.

"თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მი­წევს ბა­თუ­მი­დან ქე­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. მარ­შუტ­კა­ში მგზავ­რე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვართ სხვა­დახ­ვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ინ­ვენ­ვე­ტა­რით, რომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც მგზავ­რებ­თან ერ­თად ხდე­ბა. ზოგ­ჯერ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი იმ­დე­ნად ბევ­რი პრო­დუქ­ტი­თა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლით არის დატ­ვირ­თუ­ლი, რომ ფე­ხის და­სად­გამ ად­გილს ეძებ. ტვირ­თის გამო, მარ­შუტ­კე­ბი და­ნიშ­ნულ დროს არ გა­დიან. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის ძველ ავ­ტო­სად­გურს, გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და სრუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ხუ­რა­ვი და წვი­მი­ან ამინ­დში, რო­გორც გა­რეთ, ისე წვიმს შე­ნო­ბა­შიც. არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­საც­დე­ლი. გარ­და ამი­სა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რიც მოგ­ვარ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა მძღოლს სა­კუ­თა­რი ტა­რი­ფი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ რე­ა­ლურ­ზე მეტს ვიხ­დით. მახ­სოვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტუ­რის­ტებს შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. შე­იძ­ლე­ბა, ტუ­რის­ტე­ბი ამას ვერ ამ­ჩნე­ვენ, მაგ­რამ ეს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მაა და ამ კუ­თხით თუ გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­მე­ლი­მე უწყე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა“,- ამ­ბობს ნარ­გიზ ჭა­ღა­ლი­ძე.

Auto Bild

კა­ხე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის დის­კომ­ფორტზე სა­უბ­რობს ად­გი­ლობ­რი­ვი თა­მი­ლა მა­ი­სუ­რა­ძე. მისი თქმით, არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა თე­ლა­ვის ავ­ტო­სად­გურ­შიც, რაც ძი­რი­თა­დად მოძ­ვე­ლე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა.

„საკ­მა­ოდ ხში­რად მი­წევს თე­ლა­ვი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით (გურ­ჯა­ა­ნის გავ­ლით) მგზავ­რო­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტია, რო­დე­საც მძღოლს მგზავ­რე­ბის ასაყ­ვა­ნად ძა­ლი­ან ხში­რად უწევს გა­ჩე­რე­ბა, რაც დრო­ზე აი­სა­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­სად­გურს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო აქვს, იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე ნამ­დვი­ლად არ არის. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­საც­დე­ლით საგ­რებ­ლო­ბაც, თუმ­ცა აქაც მოძ­ვე­ლე­ბე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა. ვფიქ­რობ, ეს ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია მგზავ­რთა სიმ­ცი­რის გამო, რად­გან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რი­თა­დად გომ­ბო­რის გზას იყე­ნე­ბენ“,-აცხა­დებს თა­მი­ლა მა­ი­სუ­რა­ძე.

არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­სად­გურ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­სად­გუ­რის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ მო­ა­წეს­რი­გა, ობი­ექ­ტმა ფუნ­ქცია შე­იც­ვა­ლა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და.

ავ­ტო­სად­გუ­რის შე­ნო­ბა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­მა, მცი­რე ზო­მის ჯი­ხუ­რებ­მა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა და­ი­კა­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რე­ბი­სათ­ვის მო­საც­დე­ლი სივ­რცე არ არ­სე­ბობს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბის ნე­ბას მათ მა­ღა­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და მო­ვაჭ­რე­ე­ბი არ აძ­ლე­ვენ.

„თუ გა­გი­მარ­თლა და ტრან­სპორ­ტი დაგ­ვხვდა, კარ­გია, დაჯ­დე­ბი და არა­ვინ შე­გა­წუ­ხებს. თუ არა, იქ გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გა­მო­ვარ­დე­ბი­ან მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და გვე­ჩხუ­ბე­ბი­ან. ავ­ტო­სად­გურს დარ­ბა­ზი ან მო­საც­დე­ლი არ აქვს", - ამ­ბობს ერთ–ერთი მგზავ­რი თაზო ამ­ყო­ლა­ძე.

Auto Bild

ამას­თან, რო­გორც მგზავ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­სად­გუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა ბი­ლე­თებს არ გას­ცე­მენ და ამას­თან, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია მიკ­რო­ავ­ტობ­სე­ბის გას­ვლის დროც, რა­საც გა­უ­მარ­თა­ვი ტრან­სპორ­ტიც ემა­ტე­ბა.

რო­გორც ვხე­დავთ, პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ტუ­რისტებსაც აწუ­ხებთ, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლაქთა­შო­რის გა­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს იყე­ნებს. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი კი არა­ერ­თი მათ­გა­ნის კრი­ტი­კის სა­გა­ნი გამ­ხდა­რა, რაც შემ­დგომ მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბლო­გებ­ში ისა­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, „ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი 90-ანი წლე­ბი­დან“ ქვეყ­ნის ტუ­რის­ტულ იმიჯ­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს.

წყარო: ambebi.ge
ავტორი:ნინი ქეთელაური
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად