რამდენი ელექტროფიცირებული მოდელი ეყოლება BMW-ს 2025 წლისთვის
რამდენი ელექტროფიცირებული მოდელი ეყოლება BMW-ს 2025 წლისთვის
30.09.2018
გერმანული BMW მკაცრად მიჰყვება მის მიერ დასახულ გეგმას, რომელიც 2025 წლისათვის კომპანიის სამოდელო გამაში 25 მოდელის ელექტროფიცირებას ითვალსიწნებს აქედან 12 სრულიად ელექტროძრავიანი იქნება.

ამ გეგმის სადემონსტარციოდ კომპანიამ გადაწყვიტა ასევე გერმანულ Lufthansa Cargo-ს საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ჩაიყვანოს კონცეპტუალური ელექტრომობილი Vision iNEXT,  რომელსაც მედიის წარმომადგენლებს აცნობს.

Auto Bild

ასეთი ვიზიტი ცოტა ხნის წინ შედგა ნიუ-იორკში, სადაც პირველად გახდა ცნობილი თუ კონრკეტულად რას გეგმავს კომპანია 2025 წლამდე. კომპანიის განვითარების მენეჯერის კლაუს ფროლიჰის განცხადებით ბავარიელების გეგმით უახლოეს წლებში ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვები გაზრდება.

Auto Bild

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი
მონდომების ნაყოფი. უკვე 2017 წელს კომპანიამ მოახერხა 100,000 ელექტროფიცირებული ავტომოიბლის რეალიზება, წელს ეს ციფრი 140,000 იქნება და ჩვენი სტარტეგიის თანახმად ჩვენ ვართ ამ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში. ამ ციფრის მეტად გაზრდას კი ნამდვიალდ ხელს შეუწყობს ჩვენი გეგმა, რომლის მიხედვითაც  2025 წლისთვის ჩვენს სამოდელო გამაში იქნება 25 ელექტროფიცირებული მოდელი , აქედან კი სულ ცოტა 12 სრულიად ელექტრო. ამჟამად ჩვენ უვკე ვასრულებთ მუშაობას ჩვენი მეხუთე თაობის ელექტროსისტემებსა და ელემენეტებზე“ - განაცხადა ფროლიჰმა


მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელი მოდელების ელექტროფიცირება მოხდება, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ ამ მეხუთე
თაობის სისტემის პლატფორმაზე დაიწყება კომპანიის ახალი ელექტრომობილების აწყობა. გეგმა ასევე ითვალსიწინებს ჰიბრიდული ავტომობილებისა და სრულაიდ ელექტრომობილების წარმოებას კომპანიის უკვე არსებულ  i ხაზის ქვეშ.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
08.06.2019
AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ არნოლდ შვარცენეგერთან. არნი გერმანულ ავტომწარმოებლებს უტევს, ეკოლოგიური ავტომობილებისთვის იბრძვის და ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს იხსენებს.
სრულად
22.08.2018
გამოცემა Autocar-ი კომპანია Bentley-ის შეფს ადრიან ჰოლმარკს ესაუბრა, რომელიც გამოტყდა, რომ კომპანია სამომავლოდ კიდევ ერთ ქროსოვერს განიხილავს მის სამოდელო გამაში.
სრულად
19.08.2018
კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა youtub-ერ მარკეს ბრაუნლისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს სადღაც სამ წელიწადში კიდევ უფრო დაბალფასიანი ელექტრომობილის წამროებას
სრულად