გამძლეობა: ძალიან გამძლეა, იტანს ნებისმიერი ტიპის ექსპლუატაციას
სერვისი: ხელოსნები არიან, ფასი მისაღებია. ასევე თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება აბსოლუტურად ყველაფერი, ფასი საკმაოდ დაბალია. ეს ავტომობილი იაპონური Toyota Hilux Surf ბაზაზეა და მიდის შესაბამისი წლის მოდელის ყველა ნაწილი. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: სვლა საკმაოდ რბილი აქვს, წინა თაობის მოდელთან შედარებით კომფორტულია
სალონი: დიდი საბარგული აქვს, სალონშიც საკმარისი სივრცეა მგზავრებისთვის (სავარძლების სპორტული განლაგება აქვს)
გამავლობა: ძალიან კარგი გამავლობა აქვს. ნებისმიერი ტიპის უგზოობას კარგად უმკლავდება
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: ეს ავტომობილები ამერიკული ბაზრისთვის არის დამზადებული. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა