გამძლეობა: ავტომობილი საკმაოდ გამძლეა, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში მეტ-ნაკლებად მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები არიან, ფასი მისაღებია. ასევე თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება აბსოლუტურად ყველაფერი, მისაღებ ფასად. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტულია, ბევრად გაუმჯობესებულია ეს კომპონენტი და წინა თაობის მოდელებთან შედარებით კომფორტი იგრძნობა
სალონი: საკმაოდ დახვეწილი და ტევადი სალონი აქვს, თავისი კლასისთვის. საბარგულის მოცულობა საკმაოდ პატარაა
გამავლობა: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში. თავისი კლასისთვის ნორმალური გამავლობა აქვს
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები. ავტომობილის შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ აქვს
წყარო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა