გამძლეობა: საკმაოდ გამძლეა, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები არიან, ხელობის ფასი ძირითადად მისაღებია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ძირითადად ფასები მისაღებია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტულია
სალონი: სალონიც გაუმჯობესებულია, საკმაოდ დახვეწილი და კომფორტულია
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ძრავას( M272 მოდელი)და 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფზე ელექტროობის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტია ევროპის ქვეყნები, ამერკა და იაპონია. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ არის. იაპონიიდან შესაძლებელია მარცხენა-საჭიანი მოდელების ჩამოყვანაც
წყარო: შპს ,,აკა"- მერსედეს-ბენცის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში