Jeep
Grand Cherokee
2005 - 2010
კატეგორია
4x4/SUV
საორიენტაციო ფასი
8500$ - 11500$
ძრავები და წვა
ძრავა 3.7 ბენზინი
ძრავა 4,7 ბენზინი
ძრავა 3,0 დიზელი
მიანიჭე რეიტინგი
6.9
6.9/10
SHARE
გამძლეობა: არ არის ისეთი გამძლე, როგორიც წინა თაობა. ჩვენი ქვეყნის პირობებში მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები არიან, სერვისიც საკმაოდ იაფია, მითუმეტეს ამ კლასის ავტომობილისთვის. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ფასი ძირითადად მისაღებია. დიზელის კომპლექტაციას Mercedes-ის ძრავა და გადაცემათა კოლოფი უყენია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტულია და რბილი სვლა აქვს. წინა თაობასთან შედარებით ეს კომპონენტი გაუმჯობესებულია. საბაზო კომპლექტაციაშიც კი ყველა საჭირო ფუნქციაა კომფორტისთვის
სალონი: კომფორტული და ფართო სალონი აქვს, წინა თაობასთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული. საბარგულიც ძალიან ტევადია
გამავლობა: ძალიან კარგი გამავლობა აქვს, ძალიან ცოტა ავტომობილს თუ ჩამორჩება ამ კომპონენტში. ამერიკაში Off Road-ისთვისაც იყენებენ
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტია ევროპის ქვეყნები და ამერიკა. ევროპაში დიზელის ძრავებით არის ხელმისაწვდომი. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: ფიატ ცენტრ თბილისი. ჯიპის ოფიციალური დილერი საქართველოში
რეიტინგი
7
მარკა Infiniti
მოდელი G35
კატეგორია კუპე
6000 $
რეიტინგი
7
მარკა Honda
მოდელი CR-V
კატეგორია 4x4/SUV
10000 $
რეიტინგი
6
მარკა Skoda
მოდელი Superb
კატეგორია სედანი
7000 $
რეიტინგი
6
მარკა Lexus
მოდელი GS Series
კატეგორია სედანი
6000 $