გამძლეობა: არ არის გამძლე. ადვილად ფუჭდება და მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები შედარებით პრობლემურია, თუმცა მოდელის პოპულარობიდან გამომდინარე ეს პრობლემა ნელ-ნელა გვარდება. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ფასიც საკმაოდ დაბალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: არ არის კომფორტული ავტომობილი
სალონი: თავისი კლასისთვის საკმაოდ ტევადი სალონი აქვს
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ავტომატური გადაცემათა კოლოფის(ვარიატორი, ბალიში)და უკან საკისარის(,,სტუპიცა")გაუმართაობებს უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: მარცხენა-საჭიანი ავტომობილის შემთხვევაში ევროპის ქვეყნები(Honda Jazz). აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის. თუკი მარჯვენა-საჭეზე პრობლემა არ გაქვთ, მაშინ იაპონია იდეალური ვარიანტია
წყარო: შპს ,,სენა მოტორსი". ჰონდა მოტორ კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში