გამძლეობა: ავტომობილი გამძლეა, სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში უპრობლემოა
სერვისი: ხელოსნები არიან, სერვისის ფასი ძირითადად ხელმისაწვდომია. ასევე თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება აბსოლუტურად ყველაფერი, ფასი საკმაოდ დაბალია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: თავისი კლასისთვის ნორმალურია
სალონი: თავისი ზომისთვის საკმაოდ ტევადი სალონი აქვს. დიზაინიც საკმაოდ დახვეწილია
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები და იაპონია. იაპონიაში ავტომობილი Toyota Vitz სახელით გამოდის
წყარო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა