გამძლეობა: ავტომობილი გამძლეა, სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში უპრობლემო ავტომობილიაგამძლეა
სერვისი: ხელოსნები არიან,სერვისის ფასი საკმაოდ მაღლია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება მეტ-ნაკლებად ყველაფერი, ნაწილების ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტული ყველგანმავალია. სვლაც რბილი აქვს და ყველა საჭირო კომპლექტაცია აქვს ამ კომპონენტისთვი
სალონი: საკმაოდ ტევადი და დახვეწილი სალონი აქვს. ხშირ შემთხვევაში, გააჩნია მესამე რიგის სავარძლები
გამავლობა: ძალიან კარგი გამავლობა აქვს, ნებისმიერი ტიპის უგზოობას თავს მშვენივრად ართმევს. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მისიის წარმომადგენლები იყენებენ რთულ გზებზე გადასაადგილებლად
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად სავალი ნაწილის და გაგრილების სისტემის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ამერიკა და ევროპის ქვეყნები. ევროპაში შესაძლებელია დიზელის ძრავიანი მოდელის შეძენა. ავტომობილის შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: „ჯეო ავტო“- ნისანის ოფიციალური დილერი საქართველოში