გამძლეობა: ძალიან გამძლე ავტომობილია. სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში აბსოლუტურად უპრობლემოა
სერვისი: ძალიან ბევრი ხელოსანია, სერვისის საკმაოდ იაფია. ავტომობილი აწყობილია შესაბამისი წლის Nissan Pathfinder-ის ბაზაზე. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველა ნაწილი, ავტომობილი აწყობილია შესაბამისი წლის Nissan Pathfinder-ის ბაზაზე და ძარის ნაწილების გარდა, ყველა დანარჩენი ამ მოდელის აქვს. ფასი მისაღებია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: ბრენდიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტული ავტომობილია
სალონი: ბევრად უფრო კომფორტული და დახვეწილი სალონი აქვს, ვიდრე შესაბამისი წლის Nissan Pathfinder-ს
გამავლობა: კარგი გამავლობა აქვს, უგზოობაზე გადასვლის შემთხვევაში თავს ნამდვილად არ შეირცხვენს
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ავტომატური გადაცემათა კოლოფის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტია ამერიკა. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: „ჯეო ავტო“- ნისანის ოფიციალური დილერი საქართველოში