ნაღდი ჯიპები ჩამოსულან!
ნაღდი ჯიპები ჩამოსულან!
04.06.2014
ექსკლუზიური სიახლე სტრადა მოტორსში: Grand Cherokee და Wrangler საქართველოშია

”ფიატ-კრაისლერის” კონცერნის (FCA) ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში, ”სტრადა მოტორსმა” Jeep-ის მარკის უახლესი ავტომობილები შემოიყვანა. ამრიგად, ”ფიატ-კრაისლერის” შოურუმში, რომელიც ბელიაშვილის 97 ნომერში მდებარეობს, მომხმარებლებს ამიერიდან ”ფიატთან” ერთად, Jeep-ის უახლესი მოდელების ახლოს გაცნობა და, დაინტერესების შემთხვევაში, შეძენა შეუძლიათ.

Auto Bild

”Jeep-ის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ამ ბრენდის და ზოგადად უგზოობის ავტომობილების მოყვარულებისთვის საუკეთესო სიურპრიზია,” - აცხადებს ”სტრადა მოტორსის” დამფუძნებელი დავით ზაუტაშვილი და ის ფაქტი, რომ საქართველოში ნებისმიერ სრულყოფილ, თუ არასრულყოფილ ყველგანმავალს ”ჯიპებად” მოვიხსენიებთ, მისი სიტყვების საუკეთესო დასტურია.
თავად Jeep კი ძირითადად ნამდვილ, სრულყოფილ ყველგანმავლებს აწარმოებს - Jeep Wrangler და Jeep Grand Cherokee ხომ უდიდესი ისტორიის მქონე, უგზოობის ლეგენდარული ავტომობილებია.

Auto Bild

Jeep პრემიუმ კატეგორიის ავტომობილების ფართო არჩევანს გვთავაზობს: Compass, Cherokee, Grand Cherokee, Patriot , Renegade და Wrangler. ამ მოდელებიდან ყურადღების ცენტრში Grand Cherokee და Wrangler იქნება, რადგან მომხმარებელი მათ ყველაზე კარგად იცნობს. ახალი, 2014 წლის Grand Cherokee-ს ”AUTO BILD საქართველოს” მკითხველები უკვე კარგად იცნობენ - განახლებული დიზაინისა და შესაძლებლობების მქონე Cherokee და Grand Cherokee სხვადასხვა კუთხით გაგაცანით და ამ მოდელზე მომავალშიც არაერთხელ დავწერთ, აქ
კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ Grand Cherokee-ს საწყისი ფასი ”ფიატ-კრაისლერის” თბილისის ცენტრში 50 000 აშშ დოლარია. Compass-ის ფასი 25 000 დოლარიდან იწყება, Wrangler-ის საწყისი ფასი კი 40 000 დოლარია.

”ჯიპის” ცენტრი მომხმარებელს ავტომობილზე 3 წლიან ქარხნულ გარანტიას და სერვისის კუთხით მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.

"ჯიპის" შესახებ გამოქვეყნებული ბოლო მასალები:


Jeep Renegade: ჯიპი მცირე თავგადასავლებისთვის
JEEP CHEROKEE 3.2 V6 TRAILHAWK: რამდენად ნაღდია ნაღდი ჯიპი?
Jeep Grand Cherokee 3.0 CRD: ნაღდი ჯიპი დიდი ნიჭით
იუვე Jeep-ით დადის

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
ბეჭდვა